USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა ბათუმში ამა წლის 9 ივნისს მართავს საჯარო დისკუსიას თემაზე: თავისუფალ სიტყვებსა და სიტყვების თავისუფლებაზე.
საჯარო დისკუსიას გაუძღვებიან მწერალი, დავით გორგილაძე და ადვოკატი, ზვიად კორძაძე.
დავით გორგილაძე, არის პროფესიით ჟურნალისტი, ექსპერტი კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, ასევე მედიისა და ახალი ტექნოლოგიების საკითხებში. როგორც მოწვეული ლექტორი, ის თეორიულ და პრაქტიკულ კურსს უძღვება საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კოლაბში თემაზე: მოთხრობის თხრობა. მას ამჟამად იუთუბ არხზე აქვს საავტორო გადაცემა - გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე. 2018 წელს გამოიცა მისი მოთხრობების კრებული - ღმერთი სამსახურშია, რომელიც მალევე იქცა ბესტსელერად. ის ასევე არის არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული.
ზვიად კორძაძე საადვოკატო საქმიანობას ეწევა 1995 წლიდან. 2014 წლიდან იგი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი. საადვოკატო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად ის ეწევა საგამომცემლო საქმიანობას და ჩართულია სხვადასხვა პროექტებში. კარიერის განმავლობაში ზვიადი იკავებდა წამყვან თანამდებობებს პროფესიულ ასოციაციაში.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!
ბათუმი: 9 ივნისი, 18:00 საათი, სასტუმრო რუმსი [გოგებაშვილის ქ. #10]