Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
06 დეკ ,2023 - 15 იან, 2024

მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში შრომითი უფლებების შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ განხორციელებული სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას.

ამ საქმიანობის მიზანია საქართველოში იმ მოსამართლეების პროფესიული შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება, რომლებიც განიხილავენ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს, რაც ხელს შეუწყობს მოსამართლეთა მიერ თავიანთი საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვას და მათთვის ცოდნისა და უნარების მიღების შესაძლებლობების მიცემას, როგორც სპეციფიურ ასევე ზოგად საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს მოსამართლეებისთვის ამ შესაძლებლობების შემდგომი განვითარება მიიღწევა ამერიკელ მოსამართლეებთან, სასამართლოს მენეჯერებთან, სამართლის მკვლევარებთან და სხვა შესაბამის პროფესიონალებთან პირისპირ შეხვედრებისა და მუშაობის შედეგად. 

აქტივობები მოიცავს საქართველოს მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტებს და გრძელვადიან მივლინებებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის განმავლობაში მათ შესაძლებლობა ექნებათ ურთიერთობა ჰქონდეთ ამერიკელ მოსამართლეებთან, დააკვირდნენ სასამართლო პროცესებს, შეისწავლონ ა.შ.შ-ის სასამართლო საქმისწარმოების საუკეთესო პრაქტიკა და მიიღონ ცოდნა საქართველოს სასამართლო პრაქტიკისთვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე.

გარდა ზემოხსენებული აქტივობებისა, პროგრამა მხარს დაუჭერს ე.წ "ღია კარის" ღონიძიებებს, რაც გულისხმობს საქართველოს მოსამართლეების ინდივიდუალური მონაწილეობით ქვეყნის გარეთ დაგეგმილ ისეთ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ჩართულობის მხარდაჭერას, რომელიც მნიშვნელოვანია მათი პროფესიული განვითარებისთვის და აღნიშნული ღონისძიება თავად მოსამართლეების მიერ იქნება მოძიებული და პროგრამისთვის წარდგენილი. 

სასწავლო ვიზიტი შრომით უფლებებზე

პროგრამა აპირებს განახორციელოს სასწავლო ტური საქართველოს მოსამართლეებისთვის აშშ-ში დაახლოებით 2024 წლის 14-25 აპრილს პერიოდში.

სასწავლო ვიზიტის თემა იქნება შრომის სამართალი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალთა შრომით უფლებებს; ვიზიტის თემები ასევე მოიცავს: სექსუალურ შევიწროებასა და სხვა სახის დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე; უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მოვალეობასა და სამუშაო ადგილზე დაზიანებებთან დაკავშირებულ საკითხებს; პირისათვის მხარდაჭერის პრაქტიკულ განხორციელებას; და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომით უფლებებს. გარდა ამისა, საქართველოს მოსამართლეები აშშ-ს მოსამართლეების მაგალითზე შეისწავლიან სასამართლო    ეთიკის საკითხებს და ამერიკელი მოსამართლეების მიერ საქმის დეტალების წარმართვისა და ხალხზე ორიენიტრებული მართლმსაჯულების კონცეფციის განხორციელების პრაქტიკას.

სასწავლო ტურში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ პირველი და მეორე ინსტანციის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ მოსამართლეებ და მაგისტრატ მოსამართლეებ, ასევე პირველი ინსტანციის მოსამართლეებ, რომლებიც განიხილავენ სხვადასხვა სახის საქმეებს, მათ შორის სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებს.

მონაწილეებს არ მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა; თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება. გამოცხადებულ სასწავლო ტურ მონაწილეობისთვის შეირჩევა ათამდე მოსამართლე.

სასწავლო ვიზიტებისთვის, მოსამართლეებმა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ან USAID მიერ დაფინანსებული პროგრამის - კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში (PROLoG), ფარგლებში მიიღეს მონაწილეობა გაცვლით შესაძლებლობებში, სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებშიც განიხილებიან აღნიშნულ გაცვლით შესაძლებობაში, თუმცა უპირატესობა შეიძლება მიენიჭოთ მოსამართლეებს, რომლებიც არ იყვნენ წინა მოსამართლეთა გაცვლითი შესაძლებლობების მონაწილეები და სხვა მხრივ შეესაბამებიან დანარჩენ კრიტერიუმებს.

ერთი შესაძლებლობისთვის არ შერჩევა არ იმოქმედებს მოსამართლის შანსებზე მოგვიანებით შეირჩეს სხვა შესაძლებლობისთვის.

თქვენი კანდიდატურის განსახილველად, აუცილებელია მოსამართლემ შეავსოს ქვემოთმდებარე განაცხადის ფორმა და ყველა საჭირო დოკუმენტი გააგზავნოს განცხადებაში მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე. განცხადებების გაგზავნა შესაძლებელია არაუგვიანეს 2024 წლის 15 იანვრის 23:59 სთ-მდე.

შერჩევის პროცესი

ზემოაღნიშნული ვიზიტისთვის მოსამართლეთა შერჩევა მოხდება ექსპერტებისგან შემდგარი შესარჩევი კომიტეტის მიერ ობიექტური და სამართლიანი პროცესის შედეგად, რომელშიც თანაბარი კვალიფიკაციის მქონე მოსამართლეების მიმართ გამოიყენება შეფასების თანაბარი კრიტერიუმები.  შერჩევის პროცესში USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა შეასრულებს სამდივნოს ფუნქციას, თუმცა არ ისარგებლებს ხმის მიცემის უფლებით.

შერჩევის პროცესში დიდი ყურადღება დაეთმობა იმას, თუ რამდენად შეუძლია კანდიდატს ვიზიტის ფარგლებში მიღებული ცოდნის და გამოცდილების გამოყენება და მისი გაზიარება კოლეგებისთვის  საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

მოსამართლეებმა აპლიკაცია უნდა შეავსონ მხოლოდ იმ კონკრეტულ სასწავლო ვიზიტებთან დაკავშირებით, რომელთა თარიღები შეესაბამება მათ სამუშაო გრაფიკს და სადაც ისინი დაასაბუთებენ, რომ სასწავლო ვიზიტის თემატიკა შეესაბამება მათი ინტერესის სფეროს.

სასწავლო ვიზიტში მოსამართლის კანდიდატის განსახილველად, კანდიდატმა აუცილებელია:

  1. შეავსოს განცხადებაში დართული განაცხადის ფორმა.
  2. შევსებულ განცხადებასთან ერთად, აუცილებელია პარასკევს, 2024 წლის 15 იანვრის, 23:59 სთ-მდე გამოაგზავნოს განახლებული რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.rolp@ewmi.org. წერილის სათაურის ველში მიუთითოს: "მოსამართლეთა გაცვლითი შესაძლებლობები - სასწავლო ვიზიტი". 

მივესალმებით აპლიკაციების ვადამდე ჩაბარებასგანცხადების ფორმის არასრულყოფილად შევსების შემთხვევაში შესაძლოა შერჩევის კომიტეტმა . არ განიხილოს თქვენს მიერ წარმოდგენილი განაცხადი.

განაცხადის პროცესთან დაკავშირებული  კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ანა გორდულაძეს შემდეგ ელ.მისამართზე: agorduladze@ewmi.org, ტელეფონი: 557 398 929

სასწავლო ვიზიტის განცხადების ფორმა

შენიშვნა: ამ ფორმით მოწოდებული ინფორმაცია არის კონფიდენციალური და მხოლოდ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის სასამართლო საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების მომზადებისა და განხორციელების მიზნით გამოიყენება.

შენიშვნა: თუკი დაინტერესებული ხართ აღნიშნული გაცვლითი პროგრამით, აუცილებლად უნდა შეავსოთ წინასწარი განაცხადის ფორმა, მაშინაც კი, თუ თქვენ წარადგინეთ განაცხადი სხვა გაცვლითი შესაძლებლობისთვის.

img

უახლესი განცხადებები

გაიგე მეტი
img
18 ოქტ - 30 ნოე, 2024

გრაფიკული მოთხრობების კონკურსი სამართლის უზენაესობის შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს გრაფიკული მოთხრობების კონკურსს სახელწოდებით: ამბავი სამართლის უზენაესობის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. 

სრულად
img
16 ოქტ - 30 ნოე, 2024

ადამიანის უფლებები ობიექტივში - ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის

ფოტოგადაღებით დაინტერესებულ სტუდენტებს - აჭარის, იმერეთის, და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან - კონკურსი აძლევს შესაძლებლობას საზოგადოებას გაუზიარონ მათი აღქმა და ხედვა საქართველოში ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ.

სრულად
img
19 სექ - 30 ნოე, 2024

კონკურსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან სტუდენტების შესარჩევად

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, პროექტს ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი - პარალეგალების ინიციატივა 2023 წლიდან ახორციელებს.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები