სამართლის უზენაესობის საკითხებში რეგიონული მრჩევლი
ირინა ლორთქიფანიძე
ირინა ლორთქიფანიძე მუშაობს სამართლის უზენაესობის საკითხებში რეგიონული მრჩევლის პოზიციაზე. ის USAID-ის სხვადასხვა პროექტის თანამშრომელია 1997 წლიდან. მის სახელთან არის დაკავშირებული ისეთი წარმატებული პროექტები, როგორიცაა მართლმსაჯულების ინსტიტუციების - ადვოკატთა ასოციაციის და იურიდიული დახმარების სამსახურის შექმნა და ინსტიტუციური განვითარება, საკანონმდებლო აქტების შემუშავება და მიღება, სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების მომზადება.
ამავე დროს ის არის გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროპის საბჭოს კონსულტანტი ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
მას აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასევე ფლობს ბაკალავრის ხარისხს სამართალში.