Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img

პროგრამის გუნდი

მოსამართლეთა გაცლითი პროგრამის მენეჯერი

მამუკა მამაცაშვილი

მამუკა მამაცაშვილს აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 20 წლის გამოცდილება. მისი საქმიანობა უკავშირდება როგორც ამერიკის მთავრობის, ასევე ევროკავშირის მიერ სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სისტემის განმტკიცების სფეროში მხარდაჭერილი პროექტების განხორციელებას. სხვადასხვა პერიოდში იურისტის, პროექტის მენეჯერის და სამხარეო დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე ყოფნისას იგი მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, პროკურტურის სისტემის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასამართლო სისტემის გაძლიერების და განვითარების მიმართულებით. 

საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობის დაწყებამდე იგი მუშაობდა სახელმწიფო უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებზე. მამუკა მამაცაშვილი არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი. 

გუნდის სხვა წევრები

გაიგე მეტი

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები