Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img

პროგრამის გუნდი

კომუნიკაციების მრჩეველი

მერი მახარაშვილი

მერი მახარაშვილი არის კომუნიკაციებისა და დონორებთან ურთიერთობის სპეციალისტი. 

მას აქვს თვრამეტ წელზე მეტი გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ (სომხეთი, აზერბაიჯანი, ფილიპინები, შრი-ლანკა, ინდონეზია, ზიმბაბვე და მოზამბიკი). 

მერის აქვს ჰუმანიტარულ, საგანგებო/სწრაფი რეაგირების,  ტრანსფორმაციული განვითარების პროგრამების კომუნიკაციების კომპონენტის მართვის დიდი გამოცდილება. ის ასევე მუშაობდა გრანტების მოძიების მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნები. 

მერი მრავალი წელია ქმნის ადგილობრივი და დონორი ორგანიზაციების, მთავრობის, პარლამენტის, და მუნიციპალიტეტებისთვის მიზანზე ორიენტირებულ საკომუნიკაციო სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებს. 

მერის აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების სწავლებაში. ის ასევე წარმართავს ფართომასშტაბიან კამპანიებს შემდეგ მიმართულებებში: კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო ჩართულობა, საკანონმდებლო ღიაობა, ეკონომიკური აღმავლობა, სოფლის მეურნეობა, კატასტროფების რისკის შემცირება, ბავშვთა/ახალგაზრდების დაცვა და მონაწილეობა, გენდერული თანასწორობა, განათლება და ჯანმრთელობა.

გუნდის სხვა წევრები

გაიგე მეტი

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები