Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
12 - 16 სექ, 2022

სამართლის ეთიკის სწრაფი კურსი ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის კათედრამ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ბათუმში, სტუდენტებს ჩაუტარა სწრაფი კურსი იურიდიული ეთიკის შესახებ.

სამართლის ეთიკის სწრაფი კურსი დაეხმარა სტუდენტებს გასცნობოდნენ ადვოკატური საქმიანობისას მიღებული გადაწყვეტილების ეთიკური ასპექტებს, რაც მათ საშუალებას მისცემს სწორი რეაგირება მოახდინონ ეთიკური ხასიათის გამოწვევების დროს, რომლებსაც ისინი სამომავლოდ იურიდიული პრაქტიკის განხორციელებისას შეხვდებიან. კურსი მოიცავდა ლექციების სერიას სამართლებრივ პრაქტიკის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე, ასევე ადვოკატთა პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს, ამერიკისა და ევროპის რეგულაციების შედარებით ანალიზზე. 

სტუდენტები, რომლებიც გაივლიან სწრაფ კურსს, შუალედურ გამოცდამდე სამართლის ეთიკის ლექციებზე დასწრება არ ექნებათ სავალდებულო. სწრაფი კურსის ბოლოს მიღებული ნიშანი გაუტოლდება შუალედურ გამოცდას და დაიწერება შესაბამისი შეფასება.

კურსს უძღვებოდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის თანათავმჯდომარე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და ადვოკატი, ქალბატონი ანა ლორია. საერთო ჯამში, სწრაფ კურსს დაესწრო ცხრა სტუდენტი და ორი სამართლის პროფესორი.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის კათედრა რამდენიმე წელია თანამშრომლობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ნიუ ვიჟენის იურიდიული ეთიკის კათედრამ მოაწყო საჯარო ლექციები, მრგვალი მაგიდები და დისკუსიები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის კათედრა გეგმავს იურიდიული ეთიკის სწრაფი კურსების ჩატარებას სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებშიც.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები