Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 - 04 მაი, 2024

USAID კანონის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს ქალ ფეხბურთელებს უსაფრთხოების ინტეგრირებული სემინარის მეშვეობით

2024 წლის 1-3 მაისს, ცამეტმა  ფეხბურთელმა ქალმა მიიღო მონაწილეობა ინტეგრირებული უსაფრთხოების სამდღიან ტრენინგში. მონაწილეები წარმოდგენილი იყვნენ თბილისიდან და ქუთაისიდან.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეების ცოდნით აღჭურვას სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შემთხვევების პრევენციის შესახებ. ტრენინგი ჩატარდა უსაფთხო და მეგობრულ გარემოში, რამაც ხელი შეუწყო მონაწილეების დისკუსიებსა და სავარჯიშოებში აქტიურ ჩართულობას. ტრენინგი მოიცავდა გენდერულ თანასწორობაზე და პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებულ სავარჯიშოებს.

ტრენერებმა, სოფო ბასილაძემ და ნინო ხარჩილავამ, სხვადასხვა ინტერაქციური მეთოდების საშუალებით გააცნეს მონაწილეებს ინტეგრირეგული უსაფრთხოების ტრენინგის კონცეფცია. გამოყენებული იყო ისეთი მიდგომები, როგორიცაა ძალაუფლების შესახებ დისკუსიები ფემინისტური პერსპექტივიდან და ანალიტიკური სავარჯიშოები, რომლებიც ფოკუსირებული იყო ძალაუფლების დინამიკაზე. მონაწილეებმა ისაუბრეს ქალთა უფლებებისა და შევიწროების შესახებ, საკუთარ გამოცდილებაზე და განიხილეს სამომავლო მიმართულებები.

ტრენინგი ასევე მოიცავდა ბიოენერგეტიკულ და საკუთარ თავზე ზრუნვის პრაქტიკულ სავარჯიშოებს.  მონაწილეები აქტიურად უზიარებდნენ ერთმანეთს იდეებს, პირად გამოცდილებას და ინდივიდუალური და ერთობლივი გაძლიერების სტრატეგიებს.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები