Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
14 აგვ 2024

USAID სამართლის უზენაესობის პროგამამ ახალციხეში სიტყვის თავისუფლებასა და საზოგადოებრივ პროგრესზე საჯარო საუბრებს უმასპინძლა

ქუთაისისა და ბათუმის წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ 2024 წლის 30 ივლისს ახალციხეში პირველი საჯარო საუბრები გამართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მწერალმა და ჟურნალისტმა დავით გორგილაძემ, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თავისი YouTube შოუ ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქ“-ით და ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.

საუბარი ორიენტირებული იყო სიტყვის თავისუფლების სასიცოცხლო როლსა და საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე. გორგილაძემ ხაზი გაუსვა სოციალური პროგრესისთვის  თხრობის გადამწყვეტ როლს და დამსწრეებს დაანახა თვითგამოხატვის შეზღუდვით გამოწვეული, პროგრესისთვის შესაძლო ხელის შეშლის საფრთხე. მან ხაზი გაუსვა გამოხატვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობას, განსაკუთრებით საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის დროს.

კორძაძემ გორგილაძის მოსაზრებებს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლება აუცილებელია საზოგადოების წარმატებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ სიტყვის თავისუფლებას აქვს შეზღუდვები, იგი არ უნდა ლახავდეს სხვების რეპუტაციასა და უფლებებს. ზვიადმა საერთო პრობლემების გადაჭრასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ერთიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და საზოგადოებას მიღებული ინფორმაციის გადამოწმებისკენ მოუწოდა. კორძაძემ ხაზი გაუსვა სიტყვის თავისუფლების დაცვასა და სხვებისთვის ზიანის მიყენების პრევენციის შორის ბალანსის აუცილებლობას.

ღონისძიებამ 45-ზე მეტი მონაწილე მოიზიდა, მათ შორის სამართლის სტუდენტები, ბიზნესმენები, ფსიქოლოგები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, იურისტები და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები. ეს იყო პლატფორმა - იდეებისა და შეხედულებების გაცვლისთვის, სადაც ღია დისკუსიის გზით მოხდა საერთო პრობლემების გადაჭრის გზების ძიება. მონაწილეები ასევე განიხილავდნენ იმ როლებს, რომელთა შესრულებაც სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებების ხელშეწყობისთვის.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები