Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
12 ივნ 2023

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამასა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ დინამიური თანამშრომლობა ჩამოაყალიბა იურიდიული დახმარების სამსახურთან მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით. ახლახანს, პროგრამასა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რათა გაუმჯობოსდეს თანამშრომლობა იმ ღონისძიებების    ფარგლებში, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას მათი უფლებების და სამართლიანობის ძიების ხელმისაწვდომი  გზების შესახებ.

თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის განხორციელებას  ორი სტუდენტი-პარალეგალისთვის, ნინო გოგიტიძისა და ნინო გუგესაშვილისთვის. სტაჟირების პერიოდში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ბიუროს იურისტს  ასისტირება გაუწიონ  სარჩელის მომზადებასა და საქმისწარმოების პროცესში,  მონაწილეობა მიიღონ იურიდიულ კონსულტაციებში და დააკვირდნენ  სასამართლო პროცესებს  ბათუმის საქალაქო და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოებში.

სტაჟირება სტუდენტ-პარალეგალებს შესძენს   ღირებულ პრაქტიკულ გამოცდილებას  სამართლის სფეროში, ხელს შეუწყობს  მათ პროფესიულ განვითარებას და აღჭურავს საჭირო უნარ-ჩვევებით, რათა პოზიტიური  ცვლილებები  მოახდინონ სამართლის  სფეროში.

ნინო გოგიტიძე და ნინო  გუგესაშვილი აქტიურად მონაწილეობდნენ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილ  კამპანიაში "გახადე კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი", რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური  2022 წლის სექტემბრიდან ახორციელებს  და ასისტირებას უწევდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებსა და კონსულტანტებს საინფორმაციო შეხვედრების  გამართვაში აჭარის მაღალმთიან სოფლებში. სტაჟირებამდე მათ გაიარეს ტრენინგი სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ქალთა უფლებები, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ბავშვის საუკეთესო ინტერესები, შშმ პირთა უფლებები, შესავალი ადამიანის უფლებებში და ეფექტური კომუნიკაცია, ასევე მონაწილეობა მიიღეს სამ იმიტირებულ პროცესში.

"რამდენად ღირებულიც არ უნდა იყოს ტრენინგი, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ მომავალში გვექნება შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების  შესაძლებლობა. ჩვენ ნამდვილად გვჭირდებოდა   ცოდნის რეალიზება, საზოგადოებასთან კომუნიკაცია, და მონაწილეობა  ისეთ შინაარსობრივ აქტივობებში, რაც აძლიერებს ჩვენს გამოცდილებას იურიდიულ პროფესიაში. საინფორმაციო  კამპანია „ვაქციოთ კანონი ყველასთვის  ხელმისაწვდომი“ და ეს სტაჟირება ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობას მაძლევს  გავიუმჯობესო  პრაქტიკული უნარები და  ჩემი ცოდნა გავუზიარო  საზოგადოებას“. - ამბობს ნინო გოგიტიძე.

ნინო  გუგესაშვილიც იგივე  მოსაზრებას  იზიარებს და თვლის, რომ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება გადამწყვეტია წარმატებული იურისტისთვის. „ სტაჟირება ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროში მიმაჩნია საოცნებო შესაძლებლობად ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტისთვის, რათა შემდგომში განავითაროს პრაქტიკოსი იურისტის კარიერისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, მიიღოს ცოდნა და გამოცდილება “.

საინფორმაციო კამპანიის  „გახადე კანონი ყველასთვის  ხელმისაწვდომი“ ფარგლებში  აჭარის რეგიონში მცხოვრებმა  30  სტუდენტმა-პარალმაგმა გაიარა ტრენინგი, ხოლო აჭარის მაღალმთიან სოფლებში 21  საინფორმაციო  ვიზიტი განხორციელდა. ამ ძალისხმევის შედეგად 500-ზე მეტმა ახალგაზრდამ, ქალმა და თემის წევრმა გაიღრმავეს ცოდნა თავიანთი უფლებების შესახებ და   უფლებების პრაქტიკული რეალიზების საშუალებებზე.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები