Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
11 ოქტ 2023

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია თანამშრომლობენ სამართლებრივი სისტემის გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობისთვის საქართველოში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას (GBA) გააძლიეროს სამართლებრივი კვლევა და ანგარიშგება, ხელი შეუწყოს გამჭვირვალობას, ცოდნის გავრცელებას, წაახალისოს ღია დიალოგი სამართლებრივ საკითხებზე და უზრუნველყოს საერთაშორისო თანამშრომლობა იურიდიული სფეროს წარმომადგებლებს შორის. ეს ინიციატივები წარმოადგენს ფუნდამენტურ საყრდენებს საქართველოს სამართლებრივი სისტემის გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობისთვის.

პროგრამის მხარდაჭერით GBA-მ შეიმუშავა სამი ყოვლისმომცველი ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც ფართო აუდიტორიას 2023 წლის 11 ოქტომბერს გაუზიარა.

ორმოცდახუთზე მეტი იურისტი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი დაესწრო საპრეზენტაციო ღონისძიებას, რომელიც GBA-ს თავმჯდომარის დავით ასათიანისა და სამართლის უზენაესობის პროექტების მართვის სპეციალისტის რუსუდან ტაბატაძის, USAID/კავკასიის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისიდან, მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

შეხვედრის დროს გამოქვეყნებული კვლევითი დოკუმენტები მოიცავს სამართლებრივი სისტემის კრიტიკულ ასპექტებს, სასამართლოებში საქმეების გადატვირთვის მართვას, მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და GBA-ს მიერ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებას.

პრეზენტაციაში, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა სასამართლოებში საქმის დატვირთვის მართვასთან დაკავშირებულ კვლევასა და რეკომენდაციებზე, GBA-ს მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, სოფიო სოხაძემ კომიტეტის წევრებთან დავით კალოევ-დოლბაძესთან და ნინო ანდრიაშვილთან ერთად ნათელი მოჰფინა სასამართლო სისტემაში საქმეების დანტვირთვასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს. კვლევით ნაშრომში მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც შექმნილია საქმეების გაჭიანურების მიზეზების შესამცირებლად და პროცესის გასამარტივებლად, რაც საბოლოოდ გაზრდის სასამართლო პროცესის ეფექტურობასა და ნაყოფიერებას.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლოლა კურკუმულმა წარმოადგინა რეკომენდაციები პრაქტიკაში მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში არსებულ გამოწვევებზე, სადაც იხილავს მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და ადვოკატებს აღნიშნული საკითხის გადაჭრისთვის ეფექტური აღსრულების მექანიზმის შესახებ აწვდის რეკომენდაციებს.

შეხვედრაზე წარმოდგენილი მესამე ნაშრომი საქართველოს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების ანალიტიკური ანგარიშიa, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ მომზადდა. ეს არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მოსამართლეობის მსურველ პირთა კვალიფიკაციისა და შესაბამისობის შეფასების მექანიზმებსა და პრინციპებს. მისი მიზანია მოსამართლეთა შერჩევის გამჭვირვალე და გამოცდილებაზე დაფუძნებული კრიტერიუმების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს უფრო კომპეტენტური და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის შექმნას.

კვლევის დოკუმენტებისა და რეკომენდაციების წარდგენის შემდეგ, მომდევნო გადამწყვეტი ეტაპი მათ პრაქტიკაში განხორციელებას მოიცავს. საზოგადოების ეფექტური ჩართულობა და საგანმანათლებლო აქტივობები მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული შემოთავაზებული ცვლილებების შესახებ იურიდიული სფეროს წარმომადგენლებისა და საზოგადოების ინფორმირებისთვის.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
17 - 20 ოქტ, 2024

უნივერსიტეტის სტუდენტები მთელი საქართველოდან ესწრებიან ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლას

.

სრულად
img
11 ივნ - 20 სექ, 2024

ვიდეო ჩვენებები და დისკუსიები სასამართლოს როლზე ადამიანის ულებების დაცვაში

ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სასამართლოს გადაწყვეტილებების პოზიტიური როლზე სამართლის უზენაესობისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაში.

სრულად
img
18 ოქტ 2024

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია სამომხმარებლო არბიტრაჟის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს

შეხვედრას ესწრებოდნენ ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები