Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
12 აპრ 2023

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ მხარი დაუჭირა ქართველი სტუდენტების მონაწილეობას ICCC 2023-ზე

2023 წლის 12-15 აპრილს, მაასტრიხტში, ნიდერლანდებში, ჩატარდა ლუის მ. ბრაუნისა და ფორესტ ს. მოსტენ-ის სახელობის საერთაშორისო კლიენტთა კონსულტაციის შეჯიბრი (ICCC 2023). შეჯიბრში საქართველოსთან ერთად 21 ქვეყანა მონაწილეობდა. წლევანდელი კონკურსის თემა გარემოსდაცვითი სამართალი იყო. 

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს წარმოადგენდნენ ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ელენე კაკულია და თეიმურაზ დარბაიძე, ხოლო მათი მწვრთნელი და წარმომადგენელი იყო ანა გორდულაძე. სხვა მონაწილე ქვეყნები იყვნენ კანადა, ხორვატია, ინგლისი, ფინეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, ირლანდია, მალაიზია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, პოლონეთი, საუდის არაბეთი, შოტლანდია, თურქეთი, უკრაინა, შეერთებული შტატები, უზბეკეთი და უელსი.

12 აპრილს საქართველოს გუნდი დაესწრო სემინარს თემაზე: გამოწვევები გარემოსდაცვითი სამართლის საკითხებზე მომუშავე იურისტების წინაშე, როდესაც მსოფლიო გამოსაკვებია. აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს მაასტრიხტის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი სამართლის პროფესორმა მარიან პიტერსმა და ადვოკატმა ლუდო ჰამელიერსმა, ხოლო პრეზენტაციის შემდეგ დისკუსიის მოდერატორი იყო მაასტრიხტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დოქტორი აგუსტინ პარიზი.

მოგვიანებით მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით შეხვდა იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი ჯ. სმიტსი და ბრაუნ მოსტენის საერთაშორისო კლიენტთა კონსულტაციის კონკურსის აღმასრულებელი თავმჯდომარე, ბ-ნი ფორესტ მოსტენი.

შეჯიბრის პირველი ეტაპი 13-14 აპრილს გაიმართა, სადაც საქართველოს გუნდი ინდოეთს, უკრაინას, გერმანიასა და ნიდერლანდებს დაუპირისპირდა. ნახევარფინალი და ფინალი 15 აპრილს გაიმართა, ხოლო დაძაბული და თანაბარი შეჯიბრის შემდეგ ირლანდიამ პირველი ადგილი დაიკავა, მათი სახელები კი გამარჯვებულთა ფარზე სამახსოვროდ ამოიტვიფრება. 

შეჯიბრში მონაწილე გუნდები სხვადასხვა ჟიურიმ შეაფასა და საქართველოს ნაკრებმა კი მათი მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა. ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ემილიო ფილომენომ, რომელიც წარმოადგენდა კანადურ გუნდს და ICCC 2022-ის გამარჯვებულია, აღნიშნა, რომ გუნდური მუშაობა, კლიენტსა და ადვოკატებს შორის ურთიერთობების დამყარება, პროცესის ლოგიკური ახსნა და ქართული გუნდის მიერ მოწოდებული სამართლებრივი  რჩევა „ფენომენალური" იყო. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები