Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
02 აპრ 2024

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერილი ტრენინგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის კვლევითი უნარების გასაძლიერებლად

29 მარტს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერილი გრანტის ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ (GBA) მოაწყო ტრენინგი თანამშრომლებისთვის, თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგიების შესახებ.

ტრენინგს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგ ცენტრის, ადმინისტრაციული და ანალიტიკური დეპარტამენტების 14 წევრი ესწრებოდა. განხილული საკითხები მოიცავდა:  რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის დიზაინსა და მეთოდოლოგიას, დისკრეტულ მონაცემთა შერჩევას, კვლევისას ეთიკური ფაქტორის გათვალისწინებას და სხვა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის უფროსმა ადვოკატმა, თამარ ხუბულურმა, აღნიშნა - „ტრენინგზე განხილული მეთოდოლოგია ნამდვილად დამეხმარება ჩემს საქმიანობაში კვლევის მეთოდების განსასაზღვრად, დასაგეგმად და განსახორციელებლად”, ხოლო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უფროსმა ანალიტიკოსმა, ეკა მამალაძემ, დასძინა - “ტრენინგში მონაწილეობამ მომცა ის საჭირო უნარ-ჩვევები, რაც დამეხმარება კვლევითი პროექტების უკეთ  დაგეგმვასა და ეფექტიანად წარმართვაში. იქნება ეს შესაბამისი კვლევის მეთოდის არჩევა, კვლევის გეგმის გაწერა, თუ სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა - აღნიშნულმა ტრენინგმა მომცა იმ მნიშვნელოვანი საკითხების ცოდნა, რაც აუცილებელია თვისებრივი კვლევის ჩასატარებლად.”

ყველა მონაწილემ აღნიშნა, რომ ტრენინგმა მათ ის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მისცა, რაც კვლევის პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვაში დაეხმარებათ. მათ შორის აღჭურვა ისეთი უნარებით, რომლებიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საგრანტო აქტივობების განსახორციელებლად, საჭიროებების კვლევის ჩატარებისას ან კმაყოფილების კითხვარის შედგენისას, დაეხმარებათ კვლევის დიზაინის შემუშავებაში, მეთოდოლოგიის არჩევაში და ანალიზის ფორმის განსაზღვრაში.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები