Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 აპრ - 30 ივნ, 2024

სწავლების თანამედროვე მეთოდებში ადამიანის უფლებების საკითხების ჩართვა

2024 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩაატარა ტრენინგები ზუგდიდისა და თბილისის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის. ამ სესიებმა, სახელწოდებით „ადამიანის უფლებები და სწავლების თანამედროვე მეთოდები“, გააუმჯობესა მასწავლებლების ცოდნა ადამიანის უფლებების შესახებ და ისინი სწავლების ინოვაციური სტრატეგიებით აღჭურვა.

ტრენინგებში ზუგდიდის ორი სკოლიდან 27 მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას. ტრენინგები მხარს უჭერს მასწავლებლების საგნის სწავლებისას ისეთი საკითხების ჩართვას, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა და კულტურული მრავალფეროვნება. მონაწილეები აღფრთოვანებულები იყვნენ ტრენინგის აქტუალურობითა და ხარისხით.

"როგორც სხვა დროს, ამჯერადაც ძალიან პროფესიონალი გუნდი გყავთ. თქვენ ყოველთვის ატარებთ ტრენინგს ჩვენთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ჩვენს განვითარებას", აღნიშნა ერთ-ერთმა მასწავლებელმა.

კიდევ ერთმა მონაწილემ ხაზი გაუსვა პრაქტიკულ სარგებელს და აღნიშნა: „კლასის მართვის უნარები აუცილებელია ჩემი ყოველდღიური პრაქტიკისთვის და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოვიყენებ“.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები