Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 ივნ ,2023 - 01 იან, 2024

ადგილობრივი თემების გაძლიერება მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ორგანიზაციამ პრევენცია პროგრესისთვის (PFP) და სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრმა (CEAC) ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით რვა შეხვედრა გამართეს. აღნიშნულ შეხვედრებზე მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია მათი უფლებების დაცვისა და სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.  

შეხვედრები რვა თვის მანძილზე, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის იანვრამდე პერიოდში გაიმართა ბოლნისისა და მარნეულის რეგიონულ ცენტრებში და სოფლებში, როგორიცაა აღმამედლო, სადახლო, დარბაზი, სავანეთი, მუშევანი და კასუმლო.

დისკუსიებმა ადგილობრვი საზოგადოების ინტერესი გამოიწვია და მასში მონაწილეობა  სულ 133-მა ადამიანმა მიიღო. მონაწილეებმა განიხილეს ისეთ თემები, როგორიცაა ადამიანის უფლებები, სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტები, უფასო იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა და ის გამოწვევები, რომლებსაც მოქალაქეები მართლმსაჯულების ინსტიტუტებთან ურთიერთობისას აწყდებიან.

შეხვედრებზე დასახელებულ გამოწვევებს შორის იყო თარჯიმნების კომპეტენცია, ხელმისაწვდომი იურიდიული დახმარების საჭიროება და სამართლებრივი პროცედურების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის ქონა. მონაწილეების ცნობიერების მიზნით, შეხვედრის ორგანიზატორებმა მოქალაქეებს გაუზიარეს ორენოვანი გზამკვლევი, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტების შესახებ.

ინფორმაციის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის მიზნით, შეხვედრები რადიო მარნეულმა და Interpress.ge-მ გააშუქეს. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები