Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
20 ნოე 2023

ადგილობრივი მოქალაქეები თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლეს შეხვდნენ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა  ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლების ინიციატივებს, რომელიც უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ინსტიტუტების წარმომადგენლებისა და მოქალაქეების ჩართულობას.

2023 წლის 17 ნოემბერს,  პრევენცია პროგრესისათვის (PFP) და სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ორგანიზებით ბოლნისის ადგილობრივი მაცხოვრებლები თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე  ბადრი ნიპარიშვილს შეხვდნენ. შეხვედრა სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში” გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებას მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელობის შესახებ. 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილმა ისაუბრა სასამართლოს როლზე მოქალაქეთა უფლებების დაცვასა და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. შეხვედრას ცამეტი მონაწილე დაესწრო. მათ მიიღეს პასუხები რეგიონებში სასამართლო სხდომებთან დაკავშირებულ კითხვებზე, მათ შორის სასამართლო სხდომების ვადებისა და მიწის რეგისტრაციის საკითხებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი ღონისძიებების გამართვის აუცილებლობას. ეს იყო მეორე ღონისძიება, რომელიც მოქმედი მოსამართლის მონაწილეობით ჩატარდა. შეხვედრამ მოქალაქეებს შესაძლებლობა მისცა უშუალოდ მოსამართლისგან მიეღოთ ინფორმაცია სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები