Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 - 03 დეკ, 2023

აჭარის და იმერეთი სტუდენტი-პარალეგალები გადამზადდნენ ადამინებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებში

2023 წლის 1-2 დეკემბერს აჭარის და იმერეთის სტუდენტი-პარალეგალებისთვის გაიმართა ტრენინგი ადამინების ვაჭრობა (ტრეფიკინგის) საკითხებზე. 54-მა სტუდენტმა პარალეგალმა მიიღო ცოდნა და ღირებული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

ტრენინგს უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარინე მესხი. მან ისაუბრა ტრეფიკინგის განმარტებაზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და ფაქტორებზე. დამატებით მან სტუდენტებთან განიხილა საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები, რომელიც კრძალავს ადამიანებით ვაჭრობას, განმარტა ტრეფიკინგის და არალეგალური მიგრაციის ძირითადი განმასხვავებელი ელემენტები. მან ასევე ისაუბრა ადამინებით ვაჭრობის სხვადასხვა ფორმებზე.

ტრენინგის დროს პარალეგალმა-სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებში და სავარჯიშოებში, რომლითაც მათ პრაქტიკული უნარები და ცოდნა გაიუმჯობესეს.

პროფესორმა მარინე მესხმა სტუდენტებს გაუზიარა მისი ბოლო პუბლიკაციის ელექტრონული ვერსია, რომელიც გამოიყენება სახელმძღვანელოდ ბევრ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

მსგავსი ტრენინგები აძლიერებს მომავალ პარალეგალებს, აძლევს მათ საჭირო ცოდნას და უნარებს უფრო ხელმისაწვდომი გახადონ იურიდიული დახმარება იმ თემებში, სადაც ისინი ცხოვრობენ.

ტრენინგი წარმოადგენს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი საინფორმაციო კამპანიის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი- პარალეგალების ინიციატივა“ ნაწილს, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურთან ერთად ხორციელდება.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები