Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
09 ოქტ 2023

ახალგაზრდების ვიზიტი სასამართლოებში აჭარის რეგიონში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა ხელს უწყობს სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის გაძლიერებას მართლმსაჯულების სისტემის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით. პროგრამის მხარდაჭერით, აჭარაში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მწვანე სექტორმა ადგილორივ სასამართლოებში საგანმანათლებლო ვიზიტები მოაწყო.

2023 წლის 6 ოქტომბერს ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების (წნორიასი, ოქტომბერი, მერისი და მახუნცეთი) 18 მოსწავლე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ეწვია. სტუდენტები სასამართლოს თავმჯდომარემ გოჩა ფუტკარაძემ მიიღო და მათ ქვეყანაში მართლმსაჯულების ფუნქციონირების შესახებ ესაუბრა. მოსამართლემ მოსწავლეებს სასამართლოს ყოველდღიური საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ სასამართლო სხდომას და საკუთარი თვალით ენახათ თუ როგორ მიმდნარეობს პროცესი.

2023 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმისა და შუახევის მუნიციპალიტეტების სკოლების 69 მოსწავლე ეწვია. სასამართლოს სამდივნოს ხელმძღვანელი გიორგი ლომთაძე მოსწავლეებს საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე, მის უფლებამოსილებასა და სტრუქტურაზე ესაუბრა. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სასამართლოში საჩივრის შეტანის პროცედურებისა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების შესახებ.

„ძალიან საინტერესო იყო საკონსტიტუციო სასამართლოში ვიზიტი. სასამართლოს შესახებ სკოლაში ვისწავლეთ, ახლა კი შესაძლებლობა გვქონოდა გვენახა, როგორ მუშაობს იგი პრაქტიკაში. მსგავსი ვიზიტები გვეხმარება გავხდეთ ინფორმირებული მოქალაქეები.“ – აღნიშნა ლიზი მაკარიძემ, მეცხრე კლასის მოსწავლემ ბათუმიდან.

სასამართლოში ვიზიტებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკა, სასამართლო-საიმიტაციო დარბაზი, კრიმინალისტიკის კაბინეტ-ლაბორატორია და სამართლის კინოკლუბი. შეხვედრისას სამართლი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ომარ ფარტენაძე, ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სალომე კარალიძე და იურიდიული კლინიკის კოორდინატორი ნარგიზ ცეცხლაძე მოსწავლეებს იურიდიული პროფესიის როლსა და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

საგანმანათლებლო ვიზიტები მწვანე სექტორის პროექტის ფარგლებში  მოეწყო. პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებისა და მართლმსაჯულების სექტორის ორგანიზაციებს შორის ჩართულობის გაძლიერებას სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო ტურების ორგანიზების საშუალებით.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები