Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
02 ოქტ 2024

ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ახალი პროექტი დაიწყო

2 ოქტომბერს, ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა („ცენტრი“) ახალი პროექტის მართლმსაჯულება თქვენს სამსახურში პრეზენტაცია გამართა. პროექტი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება და 2025 წლის 31 მარტამდე გაგრელდება.

ინიციატივა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების მცხოვრებთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები მართლმსაჯულების სისტემის შესახებ.

სამართლებრივი კონცეფციების უკეთ გაცნობის მიზნით, პროექტის ფარგლებში, მომზადდება და გავრცელდება საგანმანათლებლო მასალები, როგორიცაა სტატიები და ქვიზები, ასევე ინფორმაცია მნიშვნელოვანი სასამართლო საქმეების შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკიდან. ამასთან, ცენტრი დაბეჭდავს და გაავრცელებს სანიშნეებს და იურიდიული ტერმინების ლექსიკონს.

იურიდიული პროფესიის მიმართ ინტერესის გასაზრდელად, შეიქმნება “სამართლის კლუბი” ახალგაზრდებისთვის. კლუბი უმასპინძლებს ყოველთვიურ სესიებს დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, მოეწყობა შეხვედრები იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან და გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც ახალგაზრდა მონაწილეებს საშუალებას მისცემს მართლმსაჯულების სისტემის პრაქტიკულ ასპექტებს გაეცნონ.  გარდა ამისა, ახალგაზრდები შეხვდებიან დარგის ექსპერტებს და მიირებენ ინფორმაციას სასამართლოს მუშაობის შესახებ. 

პრეზენტაციაზე ცენტრის დირექტორმა თამარ კაპანაძემ ისაუბრა, თუ როგორ შეუწყობს ხელს აღნიშნული ინიციატივა იურიდიული მომსახურების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას. პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ შეხვედრის 30-ზე მეტ მონაწილეს მიაწოდა ინფორმაცია პროგრამის მიზნებს შესახებ. ასევე, ისაუბრა ახალციხის ჰაბის აქტივობებზე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მართლმსაჯულების რეფორმის ინიციატივების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის პროექტი ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებას და ჩართულობის გაზრდას ისეთი აქტივობების საშუალებით, როგორიცაა საგანმანათლებლო რესურსების მომზადება, კომუნიკაცია დარგის სპეციალისტებთან და  მოქალაქეთა ჩართულობის წახალისება.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები