Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
28 ივნ 2024

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აჭარის სკოლებში პრაქტიკული სამართლის კურსებს იწყებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (BSU), იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იურიდიულ მეცნიერებათა სასწავლო გეგმაში შეიტანა პრაქტიკული სამართლის (Street Law) კლინიკური სწავლება.

ამ ინიციატივის ფარგლებში, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა აჭარის რეგიონის მასშტაბით საჯარო სკოლებში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის სამართლის გარკვეულ საკითხებზე ტრენინგები ჩაატარეს.

2023-2024 სასწავლო წელს კლინიკის პრაქტიკული სამართლის კურსი 16 სტუდენტმა დაასრულა. შემდგომ ამ სტუდენტებმა რვა საჯარო სკოლაში პრაქტიკული სამართლის კლინიკის კოორდინატორის ცირა კომახიძის ხელმძღვანელობით 48 საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რასაც 120-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.

წყვილებში მუშაობისას 16-მა სტუდენტმა ჩაატარა ტრენინგი სამართლის საკითხებზე ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში, რომელიც მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა კონსტიტუცია და დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სასამართლო სისტემა და ხალხზე ორიენტირებული სამართალი, არასრულწლოვანთა სამართალი, ბავშვთა უფლებები, ბავშვთა იძულებითი ქორწინება, ბავშვთა შრომის უფლებები და ქალთა უფლებები.

კურსის ერთ-ერთმა მონაწილე სტუდენტი, მარიამ ლორთქიფანიძე გამოცდილების გააზიარებისას აღნიშნავს: „ამ პროექტმა ფასდაუდებელი გამოცდილება მომცა მრავალფეროვან აუდიტორიასთან კომუნიკაციაში და გამიუმჯობესა პროფესიული უნარები. სხვადასხვა ჯგუფთან მუშაობამ მასწავლა სხვადასხვა ინტერესების მქონე მსმენელებისთვის ინფორმაციის გადაცემის ეფექტური გზების მოძებნა. პოზიტიურმა ენერგიამ, რომელიც ამ პროგრამის განმავლობაში მივიღე, მოტივაცია მომცა გავაგრძელო მუშაობა იურიდიული ცნობიერების ამაღლებაზე, არა მხოლოდ მომავალ თაობაში, არამედ საზოგადოების სხვა წევრებთანაც.”

კიდევ ერთმა სტუდენტმა, ნინო კონცელიძემ დააფიქსირა სურვილი წვლილი შეიტანოს საზოგადოებაში იურიდიული განათლების გავრცელებით: “კანონისა და სამართლიანობის დაცვის უზრუნველყოფა რჩება აქტუალურ საკითხად. იურიდიული ექსპერტების ერთ-ერთი უპირველესი პასუხისმგებლობაა საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება. ამ კურსმა ამოგვცა შესაძლებლობა, პრაქტიკაში, რეალურ სამყაროში გამოვიყენოთ თეორიული ცოდნა, რაც ხელს გვიწყობს პრეზენტაციის უნარების განვითარებასა და ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში”.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები