Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

2024 წლის 8, 29 და 30 ნოემბერს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

მოწვეული ექსპერტის ლევან სანებლიძის მიერ ჩატარებულ ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა შენობებისა და მიწის ნაკვეთების უფლებების რეგისტრაციის სამართლებრივ სირთულეებზე. ძირითად თემებად კი წამოიჭრა მიწის რეგისტრაციის ისეთი საკითხები, როგორიცაა უძრავი ქონების დაყოფა და კონსოლიდაცია, მიწის დანიშნულების განსაზღვრა და მათი რეგისტრაცია, ასევე შენობებზე უფლებების რეგისტრაციის პროცედურები. ტრენინგზე განიხილა სამშენებლო სამუშაოები და მასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო პროცესები. აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო: სამშენებლო უფლებების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებს; დავების გადაწყვეტის პროცედურებს; მიწის ნაკვეთების ერთ სისტემაში ინტეგრირებას; საკუთრების უფლების გაფართოებას, მათ შორის ფართობის მითითების კორექტირებას; საკუთრების უფლების წარმოქნას და უძრავ ქონებაზე რეგისტრაციას; იპოთეკური უფლებების რეგისტრაციას შენობებსა და მიწის ნაკვეთებზე; ასევე დაკავების განსაზღვრის წესებსა და მოვალეთა რეესტრს.

ტრენინგი ასევე მოიცავდა ადგილობრივი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) პრაქტიკების შედარებით ანალიზს. ამ კონტექსტში წარმოდგენილი იყო საკუთრების უფლების საკითხებზე ECHR-ის ძირითადი გადაწყვეტილებების მიმოხილვა, აქცენტი გაკეთდა ექსპროპრიაციასა და საკუთრების უფლების ჩამორთმევაზე. დასკვნითი სხდომა დაეთმო მშენებარე შენობების რეგისტრაციის პროცედურულ ასპექტებს და სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უფლებების რეგისტრაციის სირთულეს.

img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები