Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
23 - 24 ოქტ, 2023

თანამედროვე რეალობაზე მორგებული იურიდიული ეთიკის ლექციები საქართველოს უნივერსიტეტებში: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მართლმსაჯულების სისტემაში და ადვოკატის როლს

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის კათედრამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გამართა საჯარო ლექციები ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა (ZSU) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (BSU). ლექციებს უძღვებოდა ანა ლორია, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის თანათავმჯდომარე და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი.

ZSU-ში გამართული ლექცია ფოკუსირებული იყო თემაზე: „ადვოკატის როლი საზოგადოებაში, იურიდიული პროფესია და მართლმსაჯულება“. ლექციის დროს მომხსენებელმა განიხილა ადვოკატის როლის განსხვავებული ასპექტები შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. მან ასევე ისაუბრა საერთო სამართლისა და კონტინენტური სამართლებრივი სისტემების განსხვავებებზე.

BSU-ში გამართულ ლექციაზე ქალბატონმა ლორიამ ისაუბრა თემაზე „ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება მართლმსაჯულების სფეროში“. მან მიმოიხილა იურიდიულ პროფესიაში AI-ის დანერგვასთან დაკავშირებული ეთიკური და პრაქტიკული მოსაზრებები, ხოლო ლექციის დროს განხილული ძირითადი თემები მოიცავდა: ხელოვნური ინტელექტის განმარტებას და მის გამოყენებას, როგორ იყენებენ იურისტები ხელოვნურ ინტელექტს იურიდიული კვლევისთვის, გადაწყვეტილების დასასაბუთებლად, პროპორციული სანქციების უზრუნველსაყოფად და რეციდივის თავიდან ასაცილებლად. ლექციაზე ასევე ხაზი გაესვა წყაროებს, რომლებსაც იურისტები ეყრდნობიან სამართლებრივი კვლევისას, და მათ პროფესიულ ვალდებულებებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას, განსაკუთრებული აქცენტი კი ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების პრევენციაზე გააკეთდა.

ლექციებს სამოცი სტუდენტი დაესწრო, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქალბატონ ლორიასთან დისკუსიაში და დასვეს კითხვები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა იურისტების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სიხშირე და მათი პროფესიული ვალდებულებები, ChatGPT-ის გამოყენება ადგილობრივ სამართლებრივ სისტემასა და ახორციელებენ თუ არა საქართველოში მოსამართლეები ხელოვნურ ინტელექტს თავიანთ საქმიანობაში.

სტუდენტები ასევე დაინტერესდნენ თუ როგორ მომქედებენ ადვოკატები მაშინ, როდესაც იციან, რომ კლიენტი სასამართლოს ცრუ ინფორმაციას აწვდის; შეუძლია თუ არა ადვოკატს წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც წინასწარი შეცნობით იცის, რომ ყალბია; და რამდენად გულწრფელები არიან კლიენტთან ურთიერთობისას, როდესაც თავად კლიენტები ცრუობენ.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის მიზნების ფარგლებში რეგიონულ უნივერსიტეტებში სულ ექვსი საჯარო ლექცია ჩაატარეს.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები