Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
10 - 26 ივნ, 2024

ინოვაციური სამაგიდო თამაშები ხელს უწყობს ადამიანის უფლებების სწავლებას ქუთაისში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იმერეთში მოქმედმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ, საინფორმაციო დეველოპერულმა ჰაბმა (IDH) ბავშვთა უფლებების, ქალთა უფლებებისა და რელიგიის თავისუფლების თემებზე სამაგიდო თამაშები შეიმუშავა. აღნიშნული ინიციატივა ქუთაისის საშუალო სკოლისა და უნივერსიტეტის თორმეტ სტუდენტთან თანამშრომლობით განხორციელდა, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ და თამაშსა და გრაფიკულ დიზაინში გადამზადდნენ.

სამაგიდო თამაშები შეიქმნა სწავლების გასაადვილებლად, გართობის, თანამშრომლობისა და კრიტიკული აზროვნების ელემენტების შენარჩუნების პარალელურად.  ეს ინოვაციური მიდგომა მონაწილეებს ეხმარება შეიძინონ ტექნიკური უნარები და მიიღონ ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ სახალისო მეთოდების გამოყენების საშუალებით. ორი თვის განმავლობაში ახალგაზრდულმა ჯგუფმა გაიარა ტრენინგი გრაფიკული და სამაგიდო თამაშების დიზაინში, რამაც მათ აღნიშნული საგანმანათლებლო ინსტრუმენტების შექმნის შესაძლებლობა მისცა.

ტრენინგისა და სემინარების წარმატებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდების ჯგუფმა სამაგიდო თამაშების შინაარსობრივ, მექანიკურ და ვიზუალურ ასპექტებზე იმუშავა. თამაშების საბოლოო ვერსიების მისაღებად, ახალგაზრდებმა შექმნეს პროტოტიპები და იმუშავეს დიზაინზე. 2024 წლის 10 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრებში შვიდი სათამაშო სესია გაიმართა, სადაც ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება ახლად შექმნილი თამაშები გამოეყენებინათ. თამაშებში სულ 102 მონაწილემ მიიღო მონაწილეობა.

ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „ბავშვის უფლებების შესახებ თამაშის დროს ბევრი რამ გავიგე. ვფიქრობ, ეს პროცესი საკლასო გარემოშიც ძალიან საინტერესო იქნება.“

თავის გამოცდილებაზე საუბრისას კიდევ ერთმა მონაწილემ თქვა: „მე გამახსენდა დისკრიმინაციის რეალური მაგალითები, რადგან ხშირად ქალთა უფლებები არ არის დაცული და ინფორმირებულობა დაბალია. ამიტომ, მსგავსი სიტუაციები მრავლადაა.“

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები