Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 მაი - 30 ივნ, 2024

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ზუგდიდისა და თბილისის სკოლების მოსწავლეებს თავიანთ უფლებებს აცნობენ

2024 წლის მაისსა და ივნისში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის (პროგრამა) მხარდაჭერით, ჩაატარეს სასწავლო სესიები თბილისისა და ზუგდიდის სკოლებში ახალგაზრდების ცნობიერების ასამაღლებლად, მათი ძირითადი უფლებების შესახებ. პრაქტიკული  სამართლის პროგრამის (Street Law) ფარგლებში სამართლის სტუდენტებმა ჩაატარეს ოთხი სესია თბილისის ორ საჯარო სკოლაში, რომელსაც ესწრებოდა 30 სტუდენტი, ხოლო ზუგდიდში ხუთ საჯარო სკოლასა და ზუგდიდის ახალგაზრდულ საბჭოში ჩატარებულ თითო შეხვედრას სულ 213 ახალგაზრდა დაესწრო.

სტუდენტები გულჩინ ახმედოვა და ნინა მესხი უძღვებოდნენ სესიას სახელწოდებით "პერსონალური ინფორმაციის დაცვა". მათ ხაზი გაუსვეს პერსონალური მონაცემების დაცვის აუცილებლობას, განმარტეს სოციალური მედიის საშუალებით ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებული რისკები, და ისაუბრეს პირადობის მოწმობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. შეხვედრის მონაწილეები ინტერაქტიულ სავარჯიშოებსა და დისკუსიებში ჩაერთნენ.

სტუდენტებმა ქეთევან ქემოკლიძემ და გიორგი მეგრელიშვილმა გამართეს სესია სახელწოდებით „პროცედურული უფლებები“. ამ სესიაზე მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საპროცესო უფლებებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების შესახებ სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კონტექსტში. კონკრეტული შემთხვევების ანალიზის შედეგად მონაწილეებმა პრაქტიკული წარმოდგენა მიიღეს მექანიზმებზე, რომლებიც იცავს მათ პროცედურულ უფლებებს საქართველოში.

საინფორმაციო შეხვედრები ასევე ფოკუსირებული იყო ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, განსაკუთრებული აქცენტი კი გაკეთდა გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრებისა და დემონსტრაციის უფლებაზე. ყოველი სესიის დასასრულს ტარდებოდა ვიქტორინები, სადაც მოსწავლეები პასუხობდნენ ტრენინგის შინაარსთან დაკავშირებულ კითხვებს. სწორი პასუხები დაჯილდოვდა პრიზებით - უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ლიტერატურით.

„როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, პრაქტიკული სამართლის პროგრამა ფასდაუდებელი იყო. სკოლის მოსწავლეებთან მუშაობამ, განსაკუთრებით იმიტირებულმა სასამართლო პროცესებმა და მათ ინტერესებზე მორგებულმა იურიდიულმა ტრენინგებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩემს პროფესიულ ზრდას. ეს შთამაგონებს, განვაგრძო კარიერა ამ სფეროში და ასევე გავაგრძელო სტუდენტების განათლება მათი კანონიერი უფლებების შესახებ,"  - განაცხადა გულჩინ ახმედოვამ თავის ჩართულობაზე საუბრისას.

გიორგი მეგრელიშვილმა კი დასძინა: "როგორც მაგისტრატურის საფეხურის სამართლის სტუდენტი, ახალგაზრდებთან ტრენინგში და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში ჩართვა წარმოუდგენლად მომგებიანი იყო. თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და ახალგაზრდა მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება გადამწყვეტია ჩემი მომავალი მისწრაფებისთვის, გავხდე წარმატებული მასწავლებელი ან ლექტორი."

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები