Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
23 ოქტ 2023

კარიერული საუბრები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის ჰაბის საშუალებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, მოაწყო კარიერული საუბარი 60 სტუდენტისთვის, უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის იუბილის აღნიშვნასთან დაკავშირებით.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა კირთაძემ დადებითად შეაფასა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამები, რომელიც უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან თანამშრომლობით მიმდინარეობს განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. უნივერსიტეტი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს რეგიონულ უნივერსიტეტებში სტუდენტების ცოდნისა და უნარების გასაუმჯობესებლად, კაზუსებით სწავლების პროცესის დახვეწისა და სტუდენტებისთვის პრაქტიკული სამართლის ე.წ. street law კურსების დანერგვით.

გარდა ამისა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გამოთქვა მზადყოფნა გააგრძელოს უნივერსიტეტთან კარიერული საუბრები, ისევე როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული სხვა აქტივობები.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჩხეიძე მიესალმა უნივერსიტეტის სტუდენტებს და მიაწოდა ინფორმაცია პროგრამის საქმიანობის შესახებ, რომელიც მიმართულია საქართველოს მასშტაბით სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების გაძლიერებისკენ. მან ხაზი გაუსვა პროგრამის ძალისხმევას საქართველოში ადვოკატთა ასოციაციის და იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერების, ასევე მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის მხარდაჭერის საქმეში.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვას მოჰყვა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, კონსტანტინე გელაშვილის მოხსენება, რომელმაც ისაუბრა ადვოკატის პროფესიულ ვალდებულებებზე სასამართლოში კლიენტის წარმომადგენლობისას. ბატონმა გელაშვილმა ხაზი გაუსვა ადვოკატის გადამწყვეტ როლს მართლმსაჯულების განხორციელებაში და ხაზი გაუსვა კლიენტის ინტერესების კეთილსინდისიერად დაცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით. მან ასევე აღნიშნა, რომ იურიდიული პროფესია მოითხოვს მთელი ადვოკატის რეპუტაციის დაცვას, რადგან ერთი ადვოკატის ქმედებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვის რეპუტაციაზე, თუ ეს კეთდება კეთილსინდისიერებისა და პატიოსნების გარეშე.

შეხვედრის დროს სტუდენტებმა გამოთქვეს ინტერესი სხვადასხვა თემების ირგვლივ,  როგორიცაა: ინფორმაცია ფართოდ გავრცელებულ ადვოკატთა არაეთიკურ ქმედებებზე, ადვოკატებისთვის პროფესიული ცოდნის გაღრმავების მეთოდებზე, კლიენტის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვასა და დანაშაული შეუტყობინებლობის შემთხვევებზე, კონფიდენციალური ინფორმაციის განმარტებასა და კლიენტისადმი პატიოსნების/ერთგულების დაცვაზე.  

წინა სემესტრის განმავლობაში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ უფასო იურიდიული ინგლისურის კურსებს, რომელსაც მათ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ქუთაისის ჰაბის იურისტი ანა შალამბერიძე სთავაზობდათ. ღონისძიებაზე გიორგი ჩხეიძემ იურიდიული ინგლისურის კურსის წარმატებით დასრულებისთვის სტუდენტებს სერთიფიკატები გადასცა.

დასასრულს, სტუდენტებიც და მომხსენებლებიც შეთანხმდნენ, რომ ამ ტიპის კარიერული საუბრები გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენლებიც. ეს ემსახურება რეგიონებში სამართლის სტუდენტების ცოდნისა და იურიდიული განათლების ხარისხისა და პრაქტიკის შემდგომ გაუმჯობესებას.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები