Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
19 ივლ 2024

მართლმსაჯულების სფეროს ქართველი ექსპერტები ბოსნია და ჰერცოგოვინას სასამართლოს ფუნქციონირებას გაეცნენ

2024 წლის 17 ივლისს, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ონლაინ პრეზენტაციას უმასპინძლა ბოსნია და ჰერცეგოვინაში. სასამართლოების მუშაობის შესახებ. პრეზენტაციას უძღვებოდა ბანია ლუკას სასამართლოს მოსამართლე, მარელა იევტოვიჩი. ღონისძიებას თოთხმეტი მართლმსაჯულების ექსპერტი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი ესწრებოდა.

მოსამართლე იევტოვიჩმა განმარტა, თუ როგორ ფუნქციონირებს ბოსნია და ჰერცეგოვინას სასამართლო სისტემა. მან აღნიშნა, რომ მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი და საპროკურორო საბჭო ნიშნავს. დანიშვნების პროცესს შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს. მოსამართლემ ისაუბრა საქმწთა გადატვირთულობის გამოწვევაზე, რაც ნაწილობრივ კანონით გათვალისწინებული სამოქალაქო საქმეების ვადებს უკავშირდება.

მოსამართლემ ასევე, ისაუბრა ბოსნია და ჰერცოგოვინაში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესზე, რომელიც 2003-2004 წლებში მიმდინარეობდა.

ღონისძიება სასამართლო რეფორმატორთა საერთაშორისო ქსელის ლექციების სერიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. ქსელი აერთიანებს 59 წევრს აშშ-ს, ევროპის, აზიის, და ლათინური ამერიკის 23 სხვადასხვა ქვეყნიდან.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები