Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
30 ოქტ 2023

მედიატორებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს

გრძელდება შეხვედრების სერია, რომელიც მედიატორთა შორის გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. შეხვედრები  საქართველოს მედიატორთა ასოციაციის (MAG) - ინსტიტუციური გაძლიერებისა და მედიაციის განვითარების - პროექტის  ფარგლებში ტარდება, რომლის მხარდამჭერი USAID  სამართლის უზენაესობის პროგრამაა.  

2023 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ აღნიშნული გრანტის ფარგლებში მეოთხე შეხვედრას უმასპინძლა, რომელსაც თბილისის, რუსთავის, ბოლნისის, ქუთაისის და გურჯაანის წარმომადგენელი 21 მედიატორი დაესწრო. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ და ირაკლი გელოვანმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR მრჩეველმა.

შეხვედრას მოდერირებას უწევდნენ თამარ იმნაიშვილი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ტარიელ სიხარულიძე, პრაქტიკოსი მედიატორი.  

„მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ ის მიმდინარე საკითხები და გამოწვევები, რაც გადაჭრას საჭიროებს. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს გვიჭერს და ამგვარი შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევს, რაც საბოლოო ჯამში, მედიაციის გაძლიერებას ემსახურება“, განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

„USAID  სამართლის უზენაესობის პროგრამა აქტიურად უჭერს მხარს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების გაძლიერებასა და პოპულარიზაციას. ამ მიმართულებით, მედიაცია ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან, რისი ნათელი მაგალითიც მიმდინარე მიზნობრივი გრანტია, რომელიც ასოციაციაზეა გაცემული“. - განაცხადა ირაკლი გელოვანმა.

შეხვედრის მოდერატორებმა კითხვა-პასუხის ფორმატში საინტერესო დისკუსია გამართეს, სადაც გამოცდილმა მედიატორებმა თავიანთი პრაქტიკა ასოციაციის ახალ წევრებს გაუზიარეს. შეხვედრაზე განხილული საკითხები მოიცავდა: ადვოკატთა გავლენას მედიაციის პროცესის შედეგზე; ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას; მედიაციის პროცესში მხარეების მიერ გადაწყვეტილების მიმღებთა ჩართულობის მნიშვნელობას; სასამართლო მედიაციის დროს სავალდებულო შეხვედრების საკითხს; კერძო მედიაციის განვითარების მნიშვნელობას; მოსამართლეთა როლს მედიაციის განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომების შემუშავებაში; და მედიაციის შეთანხმებების აღსრულების გამოწვევები.

მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მედიაციის კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენდა და იმსჯელეს გადაწყვეტის სტრატეგიებზე. მათ გააანალიზეს, რა მუშაობს და რა არა. მონაწილეებმა განიხილეს სტრატეგიები იმ მხარეების მართვისთვის, რომლებიც არ მოდიან თანამშრომლობაზე ან მედიაციის პროცესის წინააღმდეგები არიან. მათ ერთმანეთს გაუზიარეს ისტორიები წარმატებული მედიაციის შესახებ და ხაზი გაუსვეს იმას, თუ რამ შეუწყო ხელი მათ წარმატებას.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მსგავსი ტიპის შეხვედრებს ხშირად ატარებს, რადგან ისინი მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს მედიატორებს ისწავლონ ერთმანეთისგან, გაცვალონ შეხედულებები და გაიუმჯობესონ უნარები.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები