Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
30 ივნ 2023

მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა

მართლმსაჯულების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეებს ჩართულობის ხელშეწყობა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია.  

2023 წლის 27 ივნისს, ორგანიზაცია მწვანე სექტორმა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მართლმსაჯულების ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თემატური სემინარი  გამართა. შეხვედრაზე განიხილეს სასამართლოებსა და მართლმსაჯულების სფეროს სხვა ინსტიტუტებში ვიზიტორთა მიღების პროტოკოლის, მოსწავლეთა ჯგუფების მართვისა და საექსკურსიო პროგრამების შემუშავების საკითები. შეხვედრას 21 მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის ბათუმის საქალაქო სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს, სამართლებრივი დახმარების სერვისის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება მწვანე სექტორის ხელმძღვანელმა ილია გუჩმანიძემ გახსნა და შეხვედრის მონაწილეებს პროექტის “მართლმსაჯულების ნავიგატორის” ძირითადი ამოცანები და საქმიანობის მიმართულებები გააცნო. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯაყელმა და მწვანე სექტორის პროგრამების მენეჯერმა ციალა ქათამიძემ წარადგინეს მოსწავლეთა საექსკურსიო-საინფორმაციო ტურების ორგანიზების თემატური გზამკვლევის სამუშაო კონცეფცია. სამოქალაქო განათლების ექსპერტმა ლადო აფხაზავამ თავის პრეზენტაციაში ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო პროცესში სასწავლო ტურების განხორციელების როლსა და მნიშვნელობას. მონაწილეებმა განიხილეს საგანმანათლებლო სექტორსა და მართლმსაჯულების ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.

შეხვედრა პროექტის ,,მართლმსაჯულების ნავიგატორი“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სამართლებრივ საკითხებზე და მართლმსაჯულების ინსტიტუტებსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის პარტნიორობის განვითარება. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები