Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
30 ოქტ - 03 ნოე, 2023

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის კათედრა მართავს იურიდიული ეთიკის სწრაფ კურსს თელავში სამართლის სტუდენტებისთვის

2023 წლის 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ნიუ ვჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის კათედრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ჩაატარა იურიდიული ეთიკის ერთკვირიანი სწრაფი კურსი სამართლის სტუდენტებისთვის.

სწრაფი კურსი სტუდენტებს დაეხმარა გასცნობოდნენ გადაწყვეტილების მიღების ეთიკურ ასპექტებს, რაც მათ საშუალებას აძლევს მართონ იურიდიულ პრაქტიკაში შემხვედრი ეთიკური გამოწვევები. კურსი მოიცავდა ლექციების სერიას იურიდიული პრაქტიკის მარეგულირებელ კანონმდებლობსა და ადვოკატთა პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს, აშშ-ისა და ევროპის რეგულაციების შედარებით ანალიზზე.

კურსს უძღვებოდა ქალბატონი ანა ლორია, რომელიც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის კათედრის თანათავმჯდომარეა, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) ეთიკის კომისიისა და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის (GAA) წევრი. ეთიკის სწრაფ კურსში მონაწილეობა 31 სტუდენტმა მიიღო, აქედან 19-ს კურსის წარმატებით დასრულებისთვის სერთიფიკატები გადაეცა.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის კათედრამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, რეგიონულ უნივერსიტეტებში უკვე ჩაატარა ოთხი სწრაფი კურსი.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები