Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
19 ივლ 2024

საზოგადოებისთვის ცნობილი მასწავლებელი ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცხოვრებისეული უნარების სწავლებას

2024 წლის 17 ივლისს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, ქუთაისის სამართლის უზენაესობის ჰაბის მეშვეობით, უმასპინძლა საჯარო საუბრებს, რომელიც შეეხებოდა ახალგაზრდებში ცხოვრებისეული უნარების გაუმჯობესებას, რათა გახდნენ პასუხისმგებელიანი მოქალაქეები და წვლილი შეიტანონ ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარებაში. მთავარმა მომხსენებელმა, მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ, რომელიც ცნობილია ახალგაზრდებთან საქველმოქმედო პროგრამების განხორციელებითა და ლიდერული უნარ-ჩვევების სწავლებით, მისი მოსაზრებები გააზიარა, თუ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს ქვეყნის წინსვლაში წვლილის შეტანას.

აფხაზავამ წარმოადგინა მისი შეხედულებები ევროპული განათლების სისტემის შესახებ, აღნიშნა ფორმალური სასკოლო განათლების მისაწვდომობის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების როლს. პიროვნების არაფორმალური განათლება მოიცავს სწავლას, თუ როგორ უნდა დასახონ მიზნები, შექმნან სტრატეგიები ამ მიზნების მისაღწევად და განახორციელონ პასუხისმგებელიანი ლიდერობა. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ეს უნარები, უკეთ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში, პატივი სცენ სამართლის უზენაესობის პრინციპებს და ადამიანის უფლებებს. მან თქვა: „ყოველთვის ვცდილობ, მხარი დავუჭირო ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს, წავახალისო ისინი გახდნენ მომავალი ლიდერები. რაც უფრო მეტად ვუჭერთ მხარს ერთმანეთს, მით მეტი პოზიტიური ცვლილებები მოხდება საზოგადოებაში“.

ერთ-ერთი შთამაგონებელი მაგალითი, რომელიც აფხაზავამ მონაწილეებს გაუზიარა, იყო მისი დაფუძნებული ორგანიზაციის შესახებ, რომელიც მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა ლანჩხუთის რაიონში. ორგანიზაცია ეხმარება ახალგაზრდებს ოცნებების ასრულებაში და უფასოდ სწავლაში. ისინი ყოველწლიურად ათასობით ყვავილს ყიდიან და შემოსული თანხას ქველმოქმედებას ახმარენ. ლადო თვლის, რომ ყველას შეუძლია კარგი მაგალითის მიცემა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შექმნას მსგავსი ორგანიზაციები, გახდეს საზოგადოების პასუხისმგებელი წევრები.

ღონისძიებას 50-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის სკოლის პედაგოგები, უნივერსიტეტის პროფესორები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.

ბატონმა აფხაზავამ მისი გამოსვლა შემდეგი გზავნილით დაასრულა: „ცხოვრება ბევრ შესაძლებლობას გვთავაზობს, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ისინი და ვისწრაფოთ ვიყოთ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, რადგან ეს ხელს უწყობს დემოკრატიული სახელმწიფოს და ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას“.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები