Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 - 24 მაი, 2024

პრაქტიკული სამართლის აკადემია საქართველოში

2024 წლის 22-24 მაისს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის (პროგრამა) მხარდაჭერით გაიმართა პრაქტიკული სამართლის აკადემია, სადაც მონაწილეობა პრაქტიკული სამართლის პროგრამების განმახორციელებელმა საქართველოს 9 სამართლის სკოლამ მიიღო.

ორდღიანი ღონისძიების განმავლობაში, პროგრამის მიერ მოწვეულმა პრაქტიკული სამართლის ექსპერტებმა - ემი ვოლასმა და რიჩარდ გრაიმსმა,  დამსწრე სტუდენტებსა და პროფესორებს გაუზიარეს რჩევები პრაქტიკული სამართლის კურსების გასაუმჯობესებლად.

აკადემიას 23 მონაწილე დაესწრო, მათ შორის მოწვეული სამართლის სკოლების 15 სტუდენტი.  სამართლის სკოლის სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტიდან, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიდან და სხვები, გაკვეთილების სიმულაციური ვერსიის პრეზენტაციისას მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი წარმატების ისტორიები და შეაფასეს პრაქტიკული სამართლის კურსებში მონაწილეობის შედეგად გაუმჯობესებული უნარ-ჩვევები. სკოლების აკადემიურმა პერსონალმა, თავის მხრივ, ისაუბრეს თავიანთ პროგრამაში კურსის ხარისხისა და შედეგის გასაზომად გამოყენებული შეფასების ტექნიკაზე.

2022 წლიდან პროგრამა მუშაობდა ხუთ უნივერსიტეტთან, მათ შორის ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისისა და თელავის რეგიონებში პრაქტიკული სამართლის კურსების შემუშავებისა და მათი ფაკულტეტის სასწავლო გეგმებში ინტეგრაციის მიზნით.

2023 წლიდან მოყოლებული, 40-ზე მეტმა სტუდენტმა გამოიყენა სამართლის სკოლის პროგრამებზე მიღებული ცოდნა აჭარის, ზუგდიდის, ქუთაისისა და თბილისის 25 საჯარო სკოლაში ქუჩის სამართლის 100-ზე მეტი გაკვეთილის ჩატარებით.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები