Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
21 - 23 თებ, 2023

პრაქტიკული სამართლის პროგრამების დანერგვა საქართველოს იურიდიულ სკოლებში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს იურიდიულ სკოლებს 'პრაქტიკული სამართლის' პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში. პრაქტიკული სამართლის პროგრამები არის საგანმანათლებლო ინიციატივა, რა დროსაც სამართლის სტუდენტები აწვდიან იურიდიულ განათლებას საზოგადოების იმ პირებს, რომლებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ მასზე წვდომა.

პროგრამების მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალურ სამართლიანობას ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ სწავლების გზით. პროგრამები ასევე ეხმარება სამართლის სტუდენტებს განივითარონ ძირითადი იურიდიული უნარები, მათ შორის იურიდიული ინფორმაციის არარიურისტებისთვის მიწოდება და პრეზენტაციის უნარი.

2023 წლის 21-23 თებერვალს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ შეკრიბა ექვსი იურიდიული სკოლის [ქუთაისის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის, ზუგდიდის, თელავის და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის] წარმომადგენლები, რათა განეხილათ ფორმატი, სწავლების მეთოდოლოგია და პრაქტიკული სამართლის კურსების ეფექტური განხორციელება.

სემინარს უძღვებოდნენ Street Law, Inc. ექსპერტები ემი უოლესი და რიჩარდ გრაიმსი. ჩატარდა ინდივიდუალური სესიები და ექსპერტების მიერ მოხდა თითოეული უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კურსების შეფასება.

დამსწრე სამართლის სკოლების უმეტესობა გეგმავს საპილოტე პროგრამის დაწყებას პრაქტიკული სამართლის კურსისთვის 2023 წლის გაზაფხულის სემესტრიდან. გამოცდილებიდან და მიღებული გაკვეთილებიდან გამომდინარე, ისინი დაასრულებენ კურსის სილაბუსს რომელთა ინტეგრირება მოხდება 2023-2024 სასწავლო წლის კურიკულუმში.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები