Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
25 აპრ 2023

რეგიონალური აკადემიური ჟურნალის პრეზენტაცია

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს პირველი რეგიონალური აკადემიური სამართლის ჟურნალის, პირველი ნომრის პრეზენტაცია.

ღონისძიებას 60-ზე მეტი სტუდენტი და აკადემიური პერსონალი დაესწრო. მონაწილეები გაეცნენ ჟურნალს, მის ფორმატს და ჟურნალში სტატიების გამოქვეყნების პროცედურებს. პრეზენტაციამ თბილისის და რეგიონალურ პროფესორებს, მკვლევარებსა და სტუდენტებს  მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხების განხილვის საშუალება მისცა.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ. მან ხაზი გაუსვა პროგრამის მუდმივ მხარდაჭერას სამართლის უზენაესობისა და თავისუფალი საზოგადოების განვითარების ხელშეწყობი ინიციატივების მიმართ, რომელიც  USAID-მა საქართველოში ჯერ კიდევ 30 წლის წინ დაიწყო. მან ასევე ხაზი გაუსვა პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებას ხელი შეუწყოს რეგიონული საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებას და იურიდიულ განათლებას რეგიონებში.

„USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა ეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებს სხვადასხვა პროგრამების შემუშავებაში, სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაში, სასწავლო მასალების შექმნასა და აკადემიურ კვლევებში, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა იურიდიული ეთიკა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა“, - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორმა და ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, გიორგი მირიანაშვილმა მადლობა გადაუხადა რეგიონულ უნივერსიტეტებს მათი აქტიური ჩართულობისა და სამუშაო პროცესში შეუფერხებელი კოორდინაციისთვის, რომელშიც ცხრა უნივერსიტეტი იყო ჩართული.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის დეკანმა, ლევან ჯაყელმა მადლობა გადაუხადა ჟურნალის სტატიების ავტორებს და უნივერსიტეტებს ამ ინიციატივაში მონაწილეობისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში პირველად გამოიცა ჟურნალი ცხრა რეგიონული უნივერსიტეტის მონაწილეობით.

აკადემიური ჟურნალის პირველ ნომერში თავმოყრილია აკადემიკოსებისა და დოქტორანტების მიერ დაწერილი რვა სტატია ისეთ თემებზე როგორიცაა კიბერდანაშაული, ad hoc არბიტრაჟი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ევროკავშირის სამართალი, ხელისუფლების დანაწილება და საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირება. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები