Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 - 30 ივნ, 2024

რეგიონული დისკუსიები საქართველოს სასამართლოებში საქმეთა გაჭიანურების შესახებ

2024 წლის ივნისში, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა (GIL) და დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ (DIG), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში საქართველოს სასამართლოებში საქმეთა გაჭიანურების მიზეზების შესახებ დისკუსიები გამართეს. პრეზენტაციებზე განიხილეს კვლევის მიგნებები, რომელიც GIL-ისა და DIG-ის მიერ 2023 წელს ჩატარდა.

კვლევამ გამოავლინა სასამართლო პროცესის გაჭიანურების რამდენიმე მიზეზი. მათ შორისაა საქმეთა ნაკადის მართვის ერთიანი სისტემის არარსებობა, რესურსების არაეფექტიანი და დავის გადაწყვეტის ისეთი ალტერნატიული მექანიზმების არასაკმარისად გამოყენება, როგორიცაა მედიაცია და არბიტრაჟი. 

მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და მოწინავე ევროპულ ქვეყნებს შორის საქმეთა დაგროვების შედარებამ არ დაადასტურა ფართოდ გავრცელებული მტკიცება, რომ სასამართლო პროცესის გაჭიანურების უპირველესი მიზეზი მოსამართლეთა ნაკლებობაა.

დისკუსიებში სულ 62 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტები და სტუდენტები.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები