Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
07 ნოე 2023

საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის მენტორი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურისტების ახალგაზრდა თაობას შეხვდა

საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის მენტორმა ინგრიდ ჰესმა, რომელიც საქართველოში USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იმყოფება, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან სასწავლო სესია ჩაატარა. დისკუსიის თემა იყო იურისტების როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელსაც 50-მდე სტუდენტი ესწრებოდა.

მენტორმა ისაუბრა ადვოკატების მნიშვნელოვან როლზე, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ეფექტიან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. მან ასევე მიაწოდა ინფორმაცია მონაწილეებს ადვოკატის პროფესიის განუყოფელ პასუხისმგებლობებზე და ეთიკურ ვალდებულებებზე, როგორც საერთაშორისო, ასევე კანადური პერსპექტივიდან. სესია ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა და სტუდენტები აქტიურად სვამდნენ კითხვებს იურიდიული პროფესიის სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით.

შეხვედრის შემდეგ, ინგრიდ ჰესმა კმაყოფილებით აღნიშნა: „მოხარული ვარ უნივერსიტეტის სტუდენტებთან საუბრით. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები შეხვედრაში და სამართლიანობისადმი მათი დამოკიდებულება მაიმედებს, რომ ისინი დიდ წვლილს შეიტანენ ადვოკატის როლის განვითარებაში.”

ინგრიდ ჰესი საქართველოში 2023 წლის ოქტომბერში ჩამოვიდა იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობის მიზნით. იგი თავის მრავალწლიან სამართლებრივ გამოცდილებას უზიარებს იურიდიული დახმარების სამსახურის ახალციხის ბიუროს იურისტებს და აგრეთვე გააგრძელებს მსგავსი სესიების ჩატარებას რეგიონში.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები