Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
13 აგვ 2024

საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით სასამართლოს მონიტორინგის ახალ პროექტს იწყებს

2024 წლის 13 აგვისტოს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ხელშეწყობის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის ახალი პროექტი დაიწყო.

ღონისძიებაზე, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პოლიტიკური პარტიების, სახალხო დამცველის ოფისის და სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის და იურიდიული სფეროს 33 წარმომადგენელი ესწრებოდა, მონაწილეებს პროექტის მიზნები გააცნეს.

საიას ადამიანის უფლებათა პროგრამის დირექტორმა, თამარ ონიანმა პროექტის ძირითად აქტივობებზე და იმ ტიპის საქმეებზე ისაუბრა, რომელსაც მონიტორინგი მოიცავს. 2024 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, პროექტი ფოკუსირებული იქნება მაღალი საზოგადოების ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებზე, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.  

საია მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხების დოკუმენტირებას. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მონიტორინგის მიგნებები ტრადიციული და სოციალური მედიის საშუალებით გამოქვეყნდება.

ღონისძიებაზე საიამ ასევე, საარჩევნო სადამკვირვებლო მისია წარადგინა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ახალი დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები