Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 - 10 აგვ, 2023

სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მნიშვნელობის შესწავლა

მოსამართლე თიმ ბალანდმა USAID-ის მიწერ მხარდაჭერილი პროგრამის ერთიანობა მრავალფეროვნებაშიასა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში გამართა შეხვედრა 60-ზე მეტ ახალგაზრდასთან რეგიონებიდან.

1-10 აგვისტოს ახალქალაქსა და ახალციხეში ჩატარებულ შეხვედრებზე განხილული თემები არაერთ საკითხს მოიცავდა. მოსამართლე ბალანდმა, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ისაუბრა სასამართლო სტრუქტურის სირთულეებზე. მან აღნიშნა თუ რამდენად შეუცვლელი პრინციპებია სამართლიანობა და დამოუკიდებლობა, რითაც ნათელი მოჰფინა სასამართლოს ფუნდამენტურ კომპონენტებს და ხაზი გაუსვა სასამართლოში არსებული ძალის კონტროლისა და ბალანსირების გადამწყვეტ როლს.

შეხვედრების დროს, მოსამართლე ბალანდმა დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდა სხვადასხვა სასამართლო საქმეზე. მან საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ისაუბრა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შემხვედრი გამოწვევების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს საკითხს, რა დროსაც მოსამართლემ გამოკვეთილად ისაუბრა ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობაზე და იმ რთულ დინამიკაზე, რომელიც ამ პროცესს ახასიათებს.

„შეხვედრისას მოვყევი ისტორია 18 წლის ემიგრანტზე ცენტრალურ მინესოტაში, რომელსაც ბრალი ედებოდა პოლიციის ოფიცრისთვის ტყუილი სახელის დაძახებაში. მე მათ ავუხსენი, თუ როგორ შეიძლება ამ დანაშაულზე ბრალის დამტკიცებას მოჰყოლოდა მსჯავრდებულის დეპორტაცია და როგორ გააპროტესტა პროკურორმა ადვოკატის შუამდგომლობა, რომ სასჯელი დაკავების სანაცვლოდ შეცვლილიყო საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაოების შესრულებით. ამით მინდოდა აღმენიშნა, რომ სასამართლოები მიზნად ისახავენ სამართლიანად მოექცნენ ყველას, მათშორის ემიგრანტებსა და უმცირესობის წარმომადგენლებს“. - განაცხადა მოსამართლე ბალანდმა.

ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა განსაკუთრებული ენთუზიაზმი გამოავლინეს დისკუსიიდან არა მხოლოდ ცოდნის მიღებაში, არამედ მასში აქტიური წვლილიც შეიტანეს. დაისვა მრავალი კითხვა, მაგალითად, შეუძლია თუ არა მოსამართლეს შეამციროს გამოტანილი განაჩენით სასჯელის სახით მინიჭებული თავისუფლების აღკვეთის ვადა, მას შემდეგ რაც განაჩენი ძალაში შევა, არის თუ არა საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაოს დანიშვნა სასჯელის ერთ-ერთი სახე და რას ნიშნავს ცნება 'უვადო თავისუფლების აღკვეთა'. ახალგაზრდებმა შეხვედრაზე ახსენეს განათლების უფლება, რამაც გამოიწვია ნაყოფიერი დისკუსია იმის შესახებ, თუ რატომ არის განათლების უფლება ასეთი მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას განვიხილავთ ხმის მიცემის უფლებასა და იმ სხვა თავისუფლებების ჭრილში, რომლებიც მოსამართლე ბალანდმა განიხილა შეხვედრისას.

სესიამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო, რამაც ახალგაზრდებზე სასარგებლოდ იმოქმედა და მათ კიდევ უფრო გაიღრმავეს ცოდნა ინფორმირებული სამოქალაქო ჩართულობის შესახებ.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები