Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
26 - 29 იან, 2024

ახალი გამოწვევები სამართლის პროფესორებისთვის

2024 წლის 26-28 იანვარს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პრაქტიკული უნარების ცენტრმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენერთა ტრენინგი (TOT) ჩაატარა.

აღნიშნულმა ინიციატივამ გააუმჯობესა პრაქტიკული უნარების სწავლება ქუთაისის სამართლის სკოლებში. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პრაქტიკული უნარების ცენტრის ექსპერტთა ჯგუფის ხელშეწყობით, მათ შორის სოფო ჩაჩავას, თამარ ხატიაშვილის, ანა ლორიას, ნატალია ახალაძის და დავით კიკალეიშვილის მონაწილეობით, ტრენინგის სწავლება დაეფუძნა პროექტის ფარგლებში შემუშავებული პრაქტიკული უნარების კურსის სილაბუსს.

ტრენერების ჯგუფმა უზრუნველყო მონაწილეებისთვის მიეწოდებინათ ინსტრუქციების შემცველი მასალები, რათა ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის გაეადვილებინათ იურიდიული კვლევისა და სამართლებრივი  მართლწერის, კლიენტთან ინტერვიუს, მოლაპარაკების, მედიაციის, პროცედურული უნარებისა და პროფესიული ეთიკის სწავლება.

სემინარმა მონაწილეებს საშუალება მისცა გასცნობოდნენ სწავლების ეფექტური მეთოდოლოგიებს და გამოეკვლიათ, თუ როგორ შეიძლება პრაქტიკული უნარების სწავლების ინტეგრირება სასწავლო პროგრამაში. ღონისძიებას ესწრებოდა ოცდასამი სამართლის პროფესორი და მოწვეული ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები