Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
06 დეკ 2023

სამართლის სტუდენტები უძღვებიან დისკუსიებს თბილისის საშუალო სკოლის მოსწავლეებთან ადამიანის უფლებების შესახებ

2023 წლის 5 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ილიაუნი) სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კათედრამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, თბილისის N21 საჯარო სკოლაში გამართა სამი საინფორმაციო შეხვედრა ადამიანის უფლებათა შესახებ.

ილიაუნის მაგისტრატმა სტუდენტებმა სკოლის 60 მოსწავლეს გააცნეს ადამიანის უფლებების საკითხები და განუმარტეს საქართველოში ადამიანის უფლებების დასაცავად გამოყენებული სამართლებრივი მექანიზმები.

პირველი დისკუსიის დროს აიჰან ჰასანლი მე-11 კლასის მოსწავლეებს ბავშვის სამართლიანი სასამართლოს უფლების შესახებ ესაუბრა, რამაც დისკუსია გამოიწვია თემაზე - შეუძლიათ თუ არა ბავშვებს სასამართლოს მიმართონ წარმომადგენლის გარეშე.

ილია კუჭავა მე-10 კლასელებს ბავშვთა შრომით უფლებებსა და ამჟამად არსებულ დამცავ მექანიზმებზე ესაუბრა, ნუცა ოსიაშვილმა კი განმარტა, თუ როგორ მუშაობს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი და როგორ შეუძლიათ არასრულწლოვანებს მიმართონ ომბუდსმენს დახმარების გასაწევად. ზოგიერთი მე-10 კლასელი დაინტერესდა რა ასაკიდან შეუძლიათ ბავშვებს იყვნენ შრომითი ურთიერთობის სუბიექტი, რა არის კანონით დადგენილი ზღვარი და როგორ განისაზღვრება სამუშაო საათები.

თამარ ფაჩულიას პრეზენტაციას პერსონალური მონაცემების დაცვის აუცილებლობასა და პრაქტიკაში აღნიშნულის განხორციელებაზე, ზოგიერთი მოსწავლისგან მოჰყვა კითხვები სკოლის როლზე  მსგავსი ტიპის მონაცემების დაცვაზე.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები