Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
28 ივნ 2024

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარმოგიდგენთ უახლესი საგამოცდო კომპიუტერულ პროგრამას

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ (GBA) ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასატარებლად ახალი საგამოცდო კომპიუტერული პროგრამა გამოიყენა.

ეს ინოვაციური კომპიუტერული პროგრამა პრიორიტეტს ანიჭებს მომხმარებლის დამოუკიდებლობას, რაც საშუალებას აძლევს კანდიდატებს თავად მართონ მთელი საგამოცდო პროცესი.

აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს ყოვლისმომცველ ინსტრუმენტს, რომელიც ამარტივებს კანდიდატებისთვის გამოცდების მართვის მთელ პროცესს. ეს საშუალებას აძლევს მათ ჩანიშნონ გამოცდები, რეალურ დროში მიიღონ განახლებები გამოცდის ჩატარების დროსა და პროცედურული ცვლილებების შესახებ, ასევე პროგრამა მათ ეხმარებათ თავიანთი საგამოცდო პროფილების დისტანციურად მართვაში. გარდა ამისა, კანდიდატებს შეუძლიათ პორტალზე ატვირთონ საჭირო დოკუმენტაცია და ელექტორნულად გადაიხადონ გამოცდის საფასური, რაც აღარ საჭიროებს ტრანზაქციების მანუალურად შესრულებას. შესაბამისი მოქნილი მიდგომა ვრცელდება სპეციალიზაციის მიხედვით გამოცდის თარიღების არჩევაზე, რომელიც შეუძლიათ საუკეთესოდ შეუთავსონ პირად განრიგს, რაც დაგეგმვის პროცესს უფრო მოსახერხებელს ხდის.

ლოგისტიკური საკითხების მენეჯმენტის გარდა, პროგრამული უზრუნველყოფა აძლიერებს საგამოცდო გამოცდილებას, რაც საშუალებას აძლევს კანდიდატებს გადახედონ საგამოცდო კითხვებსა და მიიღონ ექსპერტის უკუკავშირი დისტანციურად. ეს ფუნქცია ხელს უწყობს გამჭვირვალობას და ეხმარება კანდიდატებს უფრო ღრმად გაეცნონ თავიანთ საგამოცდო შედეგებს. უფრო მეტიც, გამოცდების ჩაბარებისთანავე კანდიდატები მყისიერად იღებენ ელექტრონულ სერტიფიკატებს უსაფრთხო ბმულის საშუალებით, რაც დაუყოვნებლად ადასტურებს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს წარმატებას. მთლიანობაში, პროგრამა  გამოცდების მართვისთვის სრულად გვთავაზობს გამარტივებულ, მოქნილ და ეფექტურ გადაწყვეტას.

პროგრამული უზრუნველყოფა აძლიერებს ინკლუზიურობას სპეციალური საჭიროებების მქონე კანდიდატებისთვის მორგებული სპეციალიზებული ფუნქციების შეთავაზებით, განსაკუთრებით მხედველობა დაქვეითებულთათვის. იგი მოიცავს სპეციალურ მოდულს, რომელიც შექმნილია უსინათლო ან მხედველობა დაქვეითებული მომხმარებლების მხარდასაჭერად, რაც უზრუნველყოფს პროგრამის ადვილად ნავიგაციას. ეს მოდული შეუფერხებლად ინტეგრირდება ეკრანის მკითხველებთან და უზრუნველყოფს ტექსტი მეტყველების ფუნქცით აღჭურვოს, რის შედეგადაც პროგრამა ეკრანზე არსებულ ტექსტს ხმამაღლა კითხულობს, რაც ამ კანდიდატებისთვის ხელმისაწვდომს და მართვადს ხდის გამოცდის მთელ პროცესს.

2024 წლის 20-23 ივნისს ჩატარებული უახლესი საგამოცდო სესიების დროს GBA-მ პროგრამული უზრუნველყოფა გამოცდის ჩასატარებლად 500 კანდიდატისთვის გამოიყენა, რომელთაგან 127-მა წარმატებით ჩააბარა გამოცდა.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები