Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 მაი 2024

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ თანამშრომლებისთვის ჩაატარა ტრენინგი ეფექტიან კომუნიკაციაში

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ (GBA), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ჩაატარა ეფექტიანი კომუნიკაციის ტრენინგი საკუთარი თანამშრომლებისთვის, რაც მიზნად ისახავდა დაინტერესებულ მხარეებთან ასოციაციის ურთიერთობისა და კმაყოფილების ხარისხის გაუმჯობესებას. 

21 მაისს ჩატარებულ ტრენინგს 12 მონაწილე ჰყავდა ანალიტიკური და საკომიტეტო საქმიანობის დეპარტამენტიდან, ეთიკის კომისიიდან, ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან და სასწავლო ცენტრიდან.

სესიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომუნიკაციის ექსპერტი ირინა ბრეგვაძე, ინტეგრირებული იყო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კომპონენტები კომუნიკაციისათვის აუცილებელი კომპეტენციების განსავითარებლად.

ტრენინგი მოიცავდა რამდენიმე სფეროს, მათ შორის მიზნების, პროცესებისა და ეფექტური კომუნიკაციის საფეხურების გაგებას. ასევე გამოკვეთილი იყოს კომუნიკაციის პროცესში არსებული დაბრკოლებები, კომუნიკაციის ეფექტურობის შეფერხების ფაქტორების იდენტიფიცირებით და შემოთავაზებული იყო მათი შერბილებისა და აღმოფხვრის გზები. ტრენინგზე განიხილეს კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიები, მათ შორის ისეთი არავერბალური კომუნიკაციის აღიარება და გამოყენება, როგორიცაა სხეულის ენა. მონაწილეებმა შეაფასეს კომუნიკაციის საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, შეისწავლეს დამაჯერებელი არგუმენტირების ტექნიკა და გაივარჯიშეს პრეზენტაციის უნარებში.

ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ ნინო მაჭარაშვილმა მადლიერება გამოხატა ტრენინგის მიმართ და აღნიშნა, რომ მიღებული ცოდნა მას დაეხმარება როგორც პროფესიულ, ასევე პირად ურთიერთობებში. "ეფექტური კომუნიკაციის თეორიული ნორმების გააზრება და პრაქტიკული გამოცდილების მიღება საშუალებას მომცემს უკეთ ვითანამშრომლო კოლეგებთან და იურისტებთან, ასევე ასოციაციის სხვა პარტნიორებთან. ეფექტური კომუნიკაცია არის ნდობის მოპოვებისა და მეორე მხარის ინტერესების დაკმაყოფილების გასაღები."

ლევან სურამელაშვილმა ხაზი გაუსვა ტრენინგის პიროვნულ სარგებელს და აღნიშნა: „შეძენილი ცოდნა დამეხმარება უფრო მეტად გავაკონტროლო საკუთარი თავი სხვებთან ურთიერთობაში და ვკონცერტრირდე ჩემს ემოციურ სისუსტეებზე, მათ გამოსასწორებლად. ასევე, მიღებული ცოდნა დამეხმარება სხვისი ემოციური მდგომარეობის გაანალიზებაში, კომუნიკაციის შესაბამისად წასამართად”.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მზად არის გააგრძელოს GBA-ს მხარდაჭერა მუდმივი პროფესიული განვითარებისა და ეფექტური შიდა და გარე კომუნიკაციისთვის, რაც ქმნის ორგანიზაციის წარმატების სტანდარტს.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები