Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
10 ოქტ 2023

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ახლადგაწევრიანებულ ადვოკატებს მედიაციას აცნობს

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალ წევრებთან შეხვედრა გამართა, რომელიც მიზნად ისახავდა მედიაციის არსის გაცნობას და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.  

ღონისძიება გახსნეს ირაკლი ყანდაშვილმა, მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ და ეკატერინე ლორთქიფანიძემ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR სპეციალისტმა. გამოსვლისას ირაკლი ყანდაშვილმა ხაზი გაუსვა ადვოკატების საფუძვლიანი ცოდნის მნიშვნელობას მედიაციის პროცესთან დაკავშირებით, რადგან ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქმეების მედიაციაში გადამისამართების საქმეში. კლიენტები ადვოკატების რჩევებს ენდობიან, და შესაბამისად, ის, თუ როგორ მიაწოდებენ ადვოკატები კლიენტებს მედიაციის შესახებ ინფორმაციას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კლიენტებში დავის გადაწყვეტის ამ მეთოდის შესახებ სწორი აღქმების ჩამოყალიბებაში.

შეხვედრას ოცდარვა ახლადგაწევრიანებული ადვოკატი დაესწრო, რომლებიც თბილისს, რუსთავსა და ზესტაფონს წარმოადგენდნენ. ისინი აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ შეხვედრაში, სვამდნენ შეკითხვებს და ერთმანეთს უზიარებდნენ პრობლემურ საკითხებსა და გამოცდილებას მედიაციის პროცესში მონაწილეობის შესახებ. დისკუსიები წარიმართა მედიაციის დადებითი მხარეების, სასამართლო და კერძო მედიაციას შორის განსხვავების, კლიენტებისთვის დავის გადაწყვეტის ამ საშუალების შესახებ ინფორმაციის წინასწარ მიწოდების აუცილებლობის, ასევე კონტრაქტებში მედიაციის პროცესში მონაწილეობისთვის ანაზღაურების ჩადების შესახებ.

შეხვედრის საშუალებით ახლადგაწევრიანებული ადვოკატების უნარების გაძლიერება მოხდა, რისი დახმარებითაც ისინი კლიენტებისთვის მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი საშუალების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას შეძლებენ. ამ გზით კლიენტის ინტერესების უკეთ წარმოდგენა და უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება მოხდება.  

ადვოკატებთან შეხვედრები, რომლებიც რეგულარულად იმართება საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყანაში მედიაციის განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს დავების გადაწყვეტის ამ მეთოდის უკეთ გაგებასა და გამოყენებას.

 

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები