Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
16 ნოე 2023

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა ხელს უწყობენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალ წევრებში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას

2023 წლის 15 ნოემბერს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, შეხვედრა გამართა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი წევრებისათვის მედიაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მუშაობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.   

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ და ირაკლი გელოვანმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR მრჩეველმა.

ირაკლი ყანდაშვილმა ხაზი გაუსვა ადვოკატებისთვის მედიაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას, რადგან მათ მნიშვნელოვანი როლი აქვთ, როგორც იმ პირებს, რომლებიც საქმეთა მედიაციაში გადამისამართებას ახდენენ. კლიენტები საკუთარი ადვოკატების რჩევას ენდობიან და ის, თუ როგორ მოხდება მედიაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, გადამწყვეტია დავის გადაწყვეტის ამ მეთოდის შესახებ კლიენტის აღქმის ჩამოყალიბების საქმეში.

შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თვრამეტმა ახლადგაწევრიანებულმა წევრმა მიიღო, რომლებიც თბილისსა და რუსთავს წარმოადგენდნენ. მათ დასვეს შეკითხვები და გააზიარეს საკუთარი გამოცდილება მედიაციასთან დაკავშირებით. დისკუსიები მედიაციის უპირატესობების, სასამართლო და კერძო მედიაციას შორის განსხვავებების, დავის გადაწყვეტის ამ მეთოდის შესახებ კლიენტების წინასწარ ინფორმირების მნიშვნელობის, ასევე კლიენტებთან კონტრაქტში მედიაციის პროცესში მონაწილეობის ანაზღაურების გათვალისწინების საჭიროების შესახებ წარიმართა. შეხვედრის შედეგად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალმა წევრებმა გაიგეს, რომ მედიაციის, როგორც დავების გადაწყვეტის ეფექტური საშუალების გათვალისწინებით, შესაძლებელია კლიენტებისთვის უფრო დეტალური რჩევების მიწოდება.

შეხვედრები, რომლებსაც საქართველოს მედიატორთა ასოციაცია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით რეგულარულად მართავს ადვოკატებთან, საქართველოში მედიაციის განვითარებაზე დადებით ზეგავლენას ახდენს და ხელს უწყობს დავის გადაწყვეტის ამ მეთოდის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მის უფრო აქტიურად გამოყენებას.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები