Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
23 იან 2024

საქართველოს სახალხო დამცველმა საიას მიერ განხილულ საქმეზე სექსუალურ შევიწროება დაადგინა

სახალხო დამცველმა დააკმაყოფილა ა.გ.-ს მოთხოვნა და დაადგინა ტელეპერსონა შალვა რამიშვილის მიერ მის მიმართ სექსუალური შევიწროების განხორციელების ფაქტი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა. 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, 2018 წელს, ა.გ.-ს დაუკავშირდა “POSTV”-ის წამყვანი შალვა რამიშვილი და შესთავაზა ინტერვიუს მომზადება. შეხვედრის განმავლობაში, შალვა რამიშვილი მას უსვამდა პირადი ხასიათის შეკითხვებს, უარყოფით და სექსუალურ კონტექსტში აფასებდა მის გარეგნობას, აგრეთვე, ადგილი ჰქონდა არასასურველ სექსუალური ხასიათის ფიზიკურ შეხებას.

ა.გ.-ს მიმართვის საფუძველზე (2023 წელს), სახალხო დამცველმა შეისწავლა საქმე და დაადგინა (2024 წლის იანვარში), რომ რამიშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ სექსუალურ შევიწროებას, რაც გამოიხატა არასასურველი, სექსუალური ხასიათის ფიზიკურ ქცევაში, რომელმაც განმცხადებელს შეუქმნა შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გარემო.

სახალხო დამცველმა აგრეთვე რამიშვილის მიერ ა.გ.-ს სხეულისა და გარეგნობის თაობაზე გამოხატული შეფასებები განიხილა სექსიზმის კონტექსტში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სქესის/გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისებას. სახალხო დამცველი გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო განმცხადებლის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. შალვა რამიშვილმა არ ითანამშრომლა სახალხო დამცველთან და ფაქტების უარყოფის მიზნით, პოზიცია არ წარუდგენია.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები