Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
19 იან 2024

სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ განქორწინების საქმეში ბავშვის ინტერესების დაცვის თაობაზე იმიტირებულ სასამართლო პროცესში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ქუთაისის ფილიალმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩაატარა იმიტირებული სასამართლო პროცესი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა სამოქალაქო უფლებებზე. პროცესში 16 სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა და შეეხებოდა ბავშვის ინტერესების დაცვას განქორწინების საქმეში, სადაც მამა ითხოვდა შვილისათვის ნახვის საათების განსაზღვრას.

პროცესი გაიმართა საიას საკვირაო სკოლის ფარგლებში, პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების ინფორმირებას და ჩართვას სხვადასხვა თემებზე, როგორიცაა სამართლიანი სასამართლოს სტანდარტები, ბავშვების სამოქალაქო უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და რელიგიური უფლებები.

საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ, დარინე სალდაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები მათ პრაქტიკაში ხშირია და ასეთ შემთხვევებში ბავშვის ინტერესი ყოველთვის უპირატესია, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის ნაწილში. იმიტირებული სასამართლო პროცესის დროს მთავარი დისკუსია შეეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებებს, მათ საჭიროებებსა და უფლებებს ჯანსაღი განვითარების გარემოზე.

ანა შალამბერძემ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის კანონის უზენაესობის რეგიონული ცენტრის ადვოკატმა ქუთაისში, შეაქო სტუდენტების ინტერესი, რომ მონაწილეობა მიიღონ ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. ანა შალამბერძემ სიამაყე გამოხატა პარალეგალი სტუდენტებით, რომლებიც ამავდროულად ასწავლიდნენ საიას საკვირაო  სკოლის ბავშვებს, მოამზადეს ისინი იმიტირებულ სასამართლო პროცესისთვის და ეს ყველაფერი წარმოადგენს დადასტურებას, რომ პარალეგალების პროგრამა უკვე წარმატებულია ადამიანის უფლებათა საკითხებზე ინფორმაციის გავრცელებაში.

ქუთაისელი იურისტებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ სხვადასხვა მონინაციაში გამარკვებული პირები გამოავლინა, მათ შორის საუკეთესო განმცხადებელი, მოპასუხე, მომხსენებელი, ყველაზე გამჭრიახი მოაზროვნე და გამოჩენილი იურისტი. პროგრამამ გამარჯებულ მომხსენებლებსა და ჯგუფს ჯილდოები გადასცა, მათ შორის 14 მხატვრული წიგნი, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტორების.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები