Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
03 - 28 ნოე, 2023

საჯარო სკოლის მოსწავლეები აჭარის სასამართლოებს სტუმრობდნენ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის მწვანე სექტორის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისთვის ადგილობრივ სასამართლოებში საგანმანათლებლო ვიზიტები მოეწყო.

2023 წლის 15 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხულოს მუნიციპალიტეტის ბოძაურის და განახლების საჯარო სკოლებისა და ბათუმის სკოლა „თაობის“ მოსწავლეები ეწვივნენ, სადაც მათ მოსამართლე გულიკო ყაჟაშვილმა უმასპინძლა. მოსამართლე მოსწავლეებს სასამართლოს როლსა და სასამართლო პროცესზე ესაუბრა. ახალგაზრდები სხდომას დაესწრნენ და საქმის განხილვის სპეციფიკასაც გაეცნენ.

2023 წლის 3 და 28 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ესტუმრნენ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების ვერნების, ბუთურაულის, წყაროთას და ახალდაბას საჯარო სკოლების და ქალაქ ბათუმის მე-9 საჯარო სკოლისა და სკოლა თაობის მოსწავლეები. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანმა გიორგი ლომთაძე ახალგაზრდებს  კონსტიტუციის მნიშვნელობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციებსა და სტრუქტურაზე ესაუბრა.

ნოემბრის თვეში გამართულ ტურებში სულ 88 მოსწავლე მონაწილეობდა. საგანმანათლებლო ვიზიტები მწვანე სექტორის პროექტის ფარგლებში იმართება, რომლის მიზანი მართლმსაჯულების ინსტიტუტებსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის ხელშეწყობა.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები