Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
31 დეკ 2019

სექსუალური შევიწროების პრევენციის და რეგულირების მექანიზმი

საქართველოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრების ინიციატივით (2019 წელი) და USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით. ცვლილებების თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული გახდა მიიღოს ზომები დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს დაწესებულების შინაგანაწესსა და სხვა დოკუმენტებში, და უზრუნველყოს მათი შესრულება.

კანონის მოთხოვნის ეფექტური აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, USAID/PROLoG-მა, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, შეიმუშავა სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილზე თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნას.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა გთავაზობთ, უფასოდ გადმოტვირთოთ შემუშავებული მექანიზმი და საჩივრის ფორმა, და მოარგოთ თქვენი ორგანიზაციის შინაგანაწესს, რაც დაგეხმარებათ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციასა და აღმოფხვრაში.

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
17 - 20 ოქტ, 2024

უნივერსიტეტის სტუდენტები მთელი საქართველოდან ესწრებიან ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლას

.

სრულად
img
11 ივნ - 20 სექ, 2024

ვიდეო ჩვენებები და დისკუსიები სასამართლოს როლზე ადამიანის ულებების დაცვაში

ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სასამართლოს გადაწყვეტილებების პოზიტიური როლზე სამართლის უზენაესობისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაში.

სრულად
img
18 ოქტ 2024

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია სამომხმარებლო არბიტრაჟის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს

შეხვედრას ესწრებოდნენ ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები