Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
20 ნოე 2023

სკოლის მოსწავლეების ვიზიტი სამტრედიის რაიონულ სასამართლოში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით და იმერეთის რეგიონული მედია ორგანიზაციის ქუთაისი პოსტის ორგანიზებით, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სკოლის მოსწავლეების საგანმანათლებლო ვიზიტი გაიმართა.

2023 წლის 18 ნოემბერს, სამტრედიის #3 საჯარო სკოლის 30-მდე მოსწავლე სასამართლოს ესტუმრა. მოსწავლეები გაეცნენ სასამართლოს მუშაობის საფუძვლებს და შენობის ისტორიას. ტურს სამტრედიის რაიონული სასამართლოს მდივანი ქეთევან მეიშვილი უძღვებოდა.

სკოლის დირექტორმა ვენერა ოდილავაძემ ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და მოსწავლეების კარიერული გზის არჩევაში სასამართლოში მოწყობილი ტურის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: „მივესალმები რომ მოსწავლეებს აქვთ სასამართლოში ვიზიტის შესაძლებლობა. ვფიქრობ, რომ ამ დღის შემდეგ  სკოლის მოსწავლეებს მეტი სტიმული მიეცემათ და ზოგიერთი მათგანი თავს ამ სფეროსაც დაუკავშირებს."

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ტური იყო როგორც სახალისო, ასევე საგანმანათლებლო. მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე საბა მანჯგალაძის თქმით: „სასამართლოში ვიზიტის დიდი სურვილი და მოტივაცია მქონდა. გარკვეულწილად ჩემი მომავალი პროფესიაც სამართალს უკავშირდება და ამიტომ მაინტერესებდა რა ხდება სასამართლოში რა ხდება."

საგანმანათლებლო ტური USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ცნობიერების ამაღლების პროექტის ფარგლებში მოეწყო. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საზოგადოების ჩართულობას მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუტებთან სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო ტურების ორგანიზების გზით.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები