Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 მარ 2024

სკოლის მოსწავლეების ვიზიტი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აგრძელებს საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც სასამართლოსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციას უწყობს ხელს.

28 თებერვალს, მედია სააგენტო ქუთაისის პოსტმა, პროგრამის მხარდაჭერით  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვიზიტი მოაწყო, რომელშიც ქუთაისის #23 საჯარო სკოლის 23-მა მოსწავლემ და და ორმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.

მოსწავლეებს სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ მარგველაშვილმა უმასპინძლა და სტუმრებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სტრუქტურისა და ფუნქციონირების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი ასევე შეეხო ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებს. მოსამართლემ ხაზი გაუსვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობას და მოსწავლეების კითხვებს უპასუხა ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილული საქმეების ტიპების შესახებ.

მოსწავლეები დაინტერესდნენ მოსამართლის როლით საზოგადოებაში და დასვეს კითხვები თუ რამდენად რთულია გზა, რომელსაც მოსამართლეობის მსურველი გადის. ნიკოლოზ მარგველაშვილმა დამსწრეებს განუმარტა მოსამართლის დანიშვნის პროცესი და ხაზი გაუსვა მოსამართლის მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში.

ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს მედიაციის ოთახი, სადაც მედიაციისა და მისი როლის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

მოსამართლემ მოსწავლეებს სისხლის სამართლის პროცესზე დასწრებაც შესთავაზა, რითაც მათ საშუალება მიეცად თავად ენახათ პროცესის მიმდინარეობა და გაცნობოდნენ მასში მონაწილე პირების უფლება-მოვალეობებს.

ღონისძიება ქუთაისის პოსტმა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მოაწყო.  მსგავსი სასწავლო ტურები ქუთაისის სააპელაციო, სამტრედიისა და ზესტაფონის რაიონულ სასამართლოებში გაიმართა.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები