Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
27 დეკ 2023

სკოლის მოსწავლეების ტრენინგი ადამიანის უფლებების შესახებ იმერეთში

2023 წლის ნოემბერ-დეკემბერში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იმერეთში დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის, ინფორმაციული დეველოპერული ჰაბის (IDH) ორგანიზებით ქუთაისის სკოლებით ათ მოსწავლეს ჩაუტარდა ტრენინგები ადამიანის უფლებების თემებზე. ტრენინგები ჩატარდა იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) ქუთაისის ბიუროსთან თანამშრომლობით.

LAS-ის წარმომადგენლებმა ესმა ნორაკიამ და გელა სიორდიამ მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ბავშვთა და ქალთა უფლებებთან და ასევე რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. კერძოდ, ტრენერებმა განიხილეს საქართველოს კანონმდებლობა, არსებული გამოწვევები და აღნიშნული ჯგუფების უფლებების დაცვის შესაძლებლობები, ასევე ერთმანეთს შეადარეს ქართული და საერთაშორისო პრაქტიკა.

IDH-მ მოსწავლეები შეარჩია კონკურსის საფუძველზე სამი თემატური სამაგიდო თამაშის შესაქმელად ბავშვთა უფლების, ქალთა უფლებებისა და რწმენის თავისუფლების შესახებ.  მეათე კლასის მოსწავლე მარიამ კოძახიძემ ტრენინგის გამოცდილებაზე საუბრისას აღნიშნა: „ვფიქრობ, რომ ჩვენი უფლებების ცოდნა გვაძლევს საშუალებას გავხდეთ საზოგადოების უფრო აქტიური წევრები, ამიტომ ტრენინგისთვის შერჩეული თემები სასარგებლო იქნება არა მარტო ამ პროექტისთვის, არამედ მის მიღმაც.“

ინფორმაციული დეველოპერული ჰაბის პროექტი, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება მიზნად ისახავს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ახალგაზრდებს ადამიანის უფლებების შესახებ სამაგიდო თამაშების შექმნისა და ქუთაისში მოსწავლეებისათვის საპილოტე თამაშების ორგანიზების საშუალებით.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები