Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 იან 2024

სოკრატეს კლუბი განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ოჯახურ ძალადობაზე

2024 წლის 18 იანვარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სოკრატეს კლუბმა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ლიგამუსის წიგნის სახლში გამართა შეხვედრა 2023 წლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების განსახილველად ოჯახში ძალადობის საქმეზე.

მომხსენებლები იყვნენ რუსთავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების პროგრამის დირექტორი შორენა ლოლაძე.

დისკუსია ეხებოდა შემთხვევას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არაერთგზის ძალადობაზე,  რომლის საფუძველზეც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლით ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მომხსენებლებმა აღნიშნული საქმე ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობის სირთულეების თვალსაჩინოებისთვის მოიყვანეს. მონაწილეებმა განიხილეს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი პრეცედენტები და დასახეს სტრატეგიები, რომლებიც მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის შემთხვევების პრევენციას.

მოსამართლე მაისურაძემ შეხვედრაზე დამსწრეებს გაუზიარა ინფორმაცია მსგავს საქმეებზე საკუთარი გამოცდილების შესახებ და ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას, ხოლო შორენა ლოლაძემ ოჯახური ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებთ არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა დასვეს კითხვები საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაზე, სასამართლო ხელისუფლების როლსა და მსგავს საქმეებში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები